ავტორი:

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინი ქარსელაძე შეყვარებულია და მისი რჩეული ბიზნესმენი 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია. მედიაში გასულ ინფორმაციას "ფეისბუქით" გამოეხმაურა ნინის დედა, ხათუნა ჟორდანია და დაწერა, რომ მისი შვილი უკვე დიდი ხანია გათხოვდა და ამ ამბავს ოჯახი მალავდა.

"რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ" - წერს ხათუნა ჟორდანია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით წარმოშობით ბათუმელი ჯახუტაშვილი ბავშვობიდან თბილისში ცხოვრობს. მას უკვე ჰყავდა ოჯახი, მეუღლეს დაშორდა და ორი შვილი ჰყავს. ჯახუტაშვილის ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება, თუმცა მისი მიკვლევა საიტ Одноклассник-ზე შევძელით.

წყარო AMBEBI.GE-ს უყვება, რომ თაზო 3 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ დაოჯახდა და ჯახუტაშვილი ფაქტობრივად მამობილმა, ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გაზარდა.

თაზო ჯახუტაშვილის სახელი და გვარი პანამის იმ დოკუმენტებში ფიგურირებს, სადაც გამოქვეყნებულია ქართველი მილიონერების სია. ამ სიაში ვხვდებით ისეთ ცნობილ სახელებსა და გვარებს, როგორებიცაა: ბიძინა ივანიშვილი, დავით იაკობაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია და სხვები...

კონკრეტულად რა ბიზნესს ფლობს ჯახუტაშვილი, ან ამჟამად რას საქმიანობს, ცნობილი არ არის, თუმცა "პანამის" დოკუმენტებში ასევე იძებნება მისი მამობილის - თამაზ ნიჟარაძისა და ნახევარძმის ზურაბ ნიჟარაძის გვარები.

ნიჟარაძეებს ეკუთვნოდათ ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც ცნობილია, ნიჟარაძეები აღნიშნული ბიზნესის წართმევაში "ნაციონალების" ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ სახეს დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდნენ და აღნიშნულ საქმეზე, ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, კეზერაშვილს ბრალიც წარედგინა.

"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს