ავტორი:

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხუთ წელზე მეტი დასჭირდება" - რა თანხაა უკვე დახარჯული რეკონსტრუქციაზე

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხუთ წელზე მეტი დასჭირდება" - რა თანხაა უკვე დახარჯული რეკონსტრუქციაზე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხუთ წელზე მეტი დასჭირდება. ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი ვერ დადებს პირობას, რომ ტაძარს 5 წლამდე ვადაში აღადგენენ, როგორც ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურდა.

ამასთან, როგორც კულტურის მინისტრმა ფრანკ რისტერმა აღნიშნა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქცია ჩატარდეს ხარისხიანად, ვიდრე სწრაფად. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა შეუძლებელი სწრაფად მუშაობა, კულტურის მინისტრის თქმით, არის მუშების უსაფრთხოება. თავის მხრივ, ტაძრის რეკონსტრუქციის მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ თუ მუშაობა იმ ტემპში გაგრძელდა, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა, მაშინ მისი დასრულება ხუთ წელიწადში შესაძლებელია. ამ დრომდე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 37 მილიონი ევრო დაიხარჯა.

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს" - დონალდ ტრამპის ეს წერილი ერდოღანმა სანაგვეში მოისროლა

ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია

როდის შეძლებს რუსული ავიაკომპანია S7 ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას - "როსავიაციის" განმარტება