ავტორი:

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - მოდელი რუსა ჩაჩუა იდეალური გარეგნობის საიდუმლოს ამხელს

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - მოდელი რუსა ჩაჩუა იდეალური გარეგნობის საიდუმლოს ამხელს

მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. მრავალშვილიანი დედა წლიდან წლამდე სულ უფრო მომხიბვლელი ხდება. როგორც მოდელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ამხელს, მისი იდეალური ფორმები და წონა დიდი შრომის შედეგია და საკუთარ გარეგნობაზე ის მუდმივად მუშაობს.

36 წლის ცისფერთვალება ლამაზმანს "ინსტაგრამზე" 70 000 მიმდევარი ჰყავს და მათ ხშირად ანებივრებს ფოტოებითა და საინტერესო რჩევებით თავის მოვლის შესახებ. მოდელმა გვერდზე ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებული ფოტოები განათავსა და მის გარეგნობასთან დაკავშირებით, საიდუმლოც გაამხილა:

რუსა ჩაჩუა ქალიშვილებთან ერთად

"დიდი შრომის შედეგია ჩემი დღევანდელი წონა, რადგან ადვილად ვიმატებ! არ დაიჯეროთ რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს - ნაცადი მაქვს ყველაფერი.

მთელი 17 წელი გამოვცადე და აპრობირებული მაქვს საკუთარ თავზე. დიეტაზე შემიძლია ნაშრომიც გამოვცე. დამიჯერეთ, მიირთვით 6 საათამდე დღეში 3-4 ჯერ. წყალი აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი! მე პირადად არ მიყვარდა და შევიყვარე" - წერს მოდელი.

რუსა ჩაჩუა მეუღლესთან, ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ერთად

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

"ძნელია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთისგან შორს ვართ..." - ბერა ცოლს ქორწინების წლისთავს "ინსტაგრამზე" ულოცავს

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"