ავტორი:

რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."

რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული საბავშვო "ვოისის" 2019 წლის გამარჯვებული, რომელმაც უზარმაზარი პუბლიკის მოხიბვლა და ურთულეს კონკურსში გამარჯვება შეძლო, არ ჩერდება, კონცერტებს, ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებს. როგორც გვეუბნება, უკრაინულ "ვოისამდე" მას საქართველოშიც გაუმარჯვია ერთ-ერთ კონკურსზე და ცოტა ხნის წინ კარნეგი ჰოლში იყო მიწვეული, სადაც ასევე კონცერტის გამართვა მოუხდა.

"საქართველოში გავიმარჯვე კონკურსზე, საიდანაც ამერიკაში კარნეგი ჰოლში წავედი, დავით ღვინიანიძის ფონდმა დამაფინანსა. კონცერტები რამდენიმე შტატში მქონდა, სადაც მაყურებელთა შორის ქართველი და უკრაინელი ემიგრანტებიც იყვნენ. ისინი, სიყვარულის გამოსახატად, საჩუქრებს მიძღვნიდნენ. კონცერტი კარნეგი ჰოლის სცენაზე 10 უნიჭიერეს ქართველ ბავშვთან ერთად გავმართე, რომლებსაც ბარიტონი დავით ღვინიანიძე აფინანსებდა. ბატონი დავითი კარგი ადამიანია, ძალიან შემაყვარა თავი. მე მასთან ერთად დიდი გეგმები მაქვს", - გვეუბნება ალექსანდრე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მიღებული საჩუქრებით, გადაწყვიტა შეზღუდული შესაძლებლობის პატარებს დახმარებოდა, თუმცა მანამდე უკრაინაში თავისი მენტორების სოლო-კონცერტზე იყო.

"უკრაინის დიდ სცენაზე ვიმღერე, შემდეგ ყაზახეთში ქალაქ ალმა-ათაშიც მქონდა კონცერტი... მერე კი ამერიკელი ემიგრანტებისგან მოძღვნილი საჩუქრებით ქარელის ბავშვთა სახლში შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პატარებს დავეხმარე, საჩუქრები, ტკბილეული მივუტანე და მათთან საუბარში გავარკვიე, თუ რა უყვართ მათ, რაზე ოცნებობენ და ეს სურვილები ფურცელზე დავაწერინე.

ჩემი და ასევე დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ და დავპირდით, რომ ჩვენი მათთან სტუმრობა არ იქნება ერთჯერადი. ბავშვების მონახულებას ისევ და მალე ვაპირებთ - ავუსრულებთ იმ სურვილებს და ოცნებებს, რაც აქვთ და რაც ფურცელზე დაწერეს, რადგანაც სითბოს მოყვარული ადამიანები გვერდში დგომას და ყურადღებას ყველაზე მეტად იმსახურებენ", - აღნიშნავს პატარა ნიჭიერი და წარმატებული მომღერალი...

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან

"რეზო" "ოსკარზე" - გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაცია სიაში მოხვდა

"ეს არის ერთი ნახვით შეყვარება" - ქეთა თოფურია ახალ სიყვარულსა და გუფისთან დაშორებაზე ალაპარაკდა