ავტორი:

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

მართალია, ლათინო ამერიკული ტელენოველები ქართულ ტელესივრცეში თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ქართველებს ლათინო ამერიკელი გმირებისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორ გადაგვატანინეს ხუანმა, კანადრამ, მონიკამ და სხვა გმირებმა ბნელი 90-იანები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ტემპერამენტი, ინტრიგები და ვნებიანი სიყვარული მოენატრა, კარგი სიახლე გვაქვს. პოპულარული სერიალი, "ფარული ვნება“ მეორე სეზონით ტელეეთერს დაუბრუნდება.

ესპანური პრესის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელმა, მიშელ ბრაუნმა დაადასტურა.

“არ ვიცი ამას „ტელემუნდო“ გააკეთებს თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ გაგრძელებას გეგმავენ“, - ამბობს მსახიობი. მისვე თქმით, თავად არ აპირებს ახალ სეზონში მონაწილეობის მიღებას.

ჯერჯერობით უცნობია, ვნახავთ თუ არა რომელიმე გმირს პირველი სეზონიდან, თუმცა როგორც ესპანურ მედიაში წერენ, მოსალოდნელია, რომ სერიალი სრულად დაკომპლექტდება ახალი სახეებით.

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს