ავტორი:

როგორ შეიცვალა ფინანსთა მინისტრის ფინანსური მდგომარეობა 1 წელიწადში

როგორ შეიცვალა ფინანსთა მინისტრის ფინანსური მდგომარეობა 1 წელიწადში

ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2018 წლის 12 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 28 181,82 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც მის მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის პერიოდში „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მისი შემოსავალი 198 500,91 ლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ფინანსთა მინისტრობიდან ივანე მაჭავარიანის შემოსავალი 1 წელიწადში.

მის მიერ მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული.

მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული წინა წელს; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო.

გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაცის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჯამში, 67 628,61 ლარი; 270 738,33 დოლარი, 1 549,49 გირვანქა სტერლინგი, 13 362,46 ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 11 000 ლარი ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილებას შეუწყვეტენ? - საბჭო პრეზიდენტს მიმართავს

რას პასუხობს კახა კალაძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბერა ამაზონის ტყის გადასარჩენად, ქველმოქმედებისთვის გააკრიტიკეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს