ავტორი:

"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან

"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან

ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" მომხდარის შესახებ დეტალებს ყვებიან.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, 03:00 საათისთვის მოხდა, ინციდენტამდე კი მოზარდი კლასელებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა.

„კლასელებთან ერთად იყო „ხინკლის სახლში“. როცა წასვლას აპირებდნენ, გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამბობენ, რომ კაცი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურმე მას ჯერ სხვა ადამიანებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც დანის მოსატანად წავიდა, ადგილზე დაბრუნებულს კი ის პირები ადგილზე აღარ დახვდნენ და პირველივე შემხვედრს გაუსწორდა ფიზიკურად. ეს „პირველივე შემხვედრი“ ჩემი ახლობელი ბავშვი იყო, რომელსაც დანით მიაყენა ჭრილობები“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ერთ-ერთმა ნათესავმა.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ექიმმა, ქეთევან კუპატაძემ განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს მუცლის არეში ჰქონდა ერთი ნაფლეთოვანი ჭრილობა, დაზიანებული იყო პანკრეასი და კუჭი“, - განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 15 წლის გიორგი ფალელაშვილი გამვლელმა დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს