ავტორი:

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებლის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს.

როგორც სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ემიგრანტები ატყობინებენ, რომ ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ქართველ ქალთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამ ქალზე თავდასხმის მიზეზი. თურქული პოლიცია დამნაშავეებს უკვე ეძებს.

"თურქეთში ირმა კ. ჩაცხრილეს, მანქანაში მსხდომები დაჭრილები არიან. საშინელება მოხდა, არავის არ გვჯერა ეს შემზარავი ამბავი. ძალიან კეთილი, თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ირმა.

გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში. დაუჯერებელია ის, რაც მოხდა" - წერენ ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს.

"ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება. ეს ტრაგედია ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია…" - წერს სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა - ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი