ავტორი:

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია - საავადმყოფოში ნათია თურნავა მივიდა

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა