ავტორი:

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მიაწოდა. დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

ამ წუთებში, დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან