ინტერნეტით Dodge Durango-ს ახალი თაობის ყველგამავალის სურათები გამოქვეყნდა, რომლებიც კონცერნ Chrysler-ის ქარხანაში მალულად გადაიღეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2011 წლის იანვარში დეტროიტის საერთაშორისო ავტოშოუზე შედგება.
ფოტოების თანახმად, ახალ ავტომობილს შეცვლილი აქვს ძარის ყველა პანელი. ამასთან, ყველგანმავალს რადიატორის ახალი ცხაურა, განსხვავებული ბამპერი და ფორმაშეცვლილი შუქფარები ექნება.
სავარაუდოდ, Dodge Durango ახალი თაობის Jeep Grand Cherokee-ის პლატფორამზე აიწყობა, რომელიც თავის მხრივ, Mercedes-Benz ML-ის მოდერნიზებული შასითაა წარმოდგენილი.
ახალი ავტომობილის აღჭურვა ექვსცილინდრიანი Pentastar-ის ბენზინის ძრავით იგეგმება, რომლის მოცულობა - 3,6 ლიტრი, სიმძლავრე კი 280 ცხ/ძალაა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.