ავტორი:

29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - ავღანეთში აფეთქებისას მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა, რომლის ქვეშ მომლოცველები მოყვნენ

29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - ავღანეთში აფეთქებისას მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა, რომლის ქვეშ მომლოცველები მოყვნენ

ავღანეთის აღმოსავლეთით, პარასკევის ლოცვის დროს, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 29 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. მათი თქმით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგანაც სამაშველო ჯგუფი ამ წუთებშიც აგრძელებს ადგილზე მუშაობას.

ნანგაჰრარის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, აფეთქების დროს, მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა, რომლის ქვეშაც მომლოცველები მოჰყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია

"ტრამპი ლოცულობს, რომ ევროკავშირი დაიშალოს" - დონალდ ტუსკი

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ