ავტორი:

"როცა ბესომ გააცნობიერა რომ ძმა მოკლა, ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა" - საზარელი ტრაგედიის დეტალები

"როცა ბესომ გააცნობიერა რომ ძმა მოკლა, ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა" - საზარელი ტრაგედიის დეტალები
20 ოქტომბრის საღამოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ბესიკ (ბესო) არღვლიანმა ცივი იარაღით ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი - ლაშა არღვლიანი ცხუმარში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გვესაუბრება სოფელ ცხუმარის მკვიდრი:
"ბესიკი ლაშაზე უფროსია, ლაშა 42 წლის იყო -
- ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელად მუშაობდა. კვირას ძმები თანასოფლელის გასვენებაში იყვნენ, დაულევიათ, შინ დაბრუნებულებს კონფლიქტი მოსვლიათ, რასაც ეს უბედურება მოჰყვა.
არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, როგორც ამბობენ, ბესოს ლაშასთვის რკინის ნაჭერი ჩაურტყამს ზურგში ისე ძლიერად, რომ მას ფილტვი და გული დაუზიანდა. ბევრი სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არცერთ ძმას არ ჰყავს ოჯახი, ორივეს უწესეიერეს ბიჭებად იცნობს მთელი სოფელი. ამ ოჯახიდან ხმამაღალი საუბარიც არასდროს გამოსულა, ძმები ერთმანეთზე გადაყოლილები იყვნენ და არ ვიცით, რა ეშმაკი შეუჩნდა ბესოს, რა მოხდა... წაიკითხეთ სრულად

"ოჯახის წევრს, იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა და იყო სადღაც, ახლა დედა უკვდება რეანიმაციაში" - ლევან რატიანი

მოხუცი, რომელიც ტბაში იხრჩობოდა, პატრულმა გადაარჩინა - კადრები ბათუმიდან

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"