ავტორი:

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი სწორედ კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.

სასწრაფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი აპრილის დასაწყისში მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.

აღნიშნულ ექიმს სიმპტომები 2 აპრილს გამოუვლინდა, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა. მასთან ვირუსის დადასტურების შემდეგ, თვითიზოლაციაში და საკარანტინო პირობებში გადავიდა ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. კარანტინიდან კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორ ექიმსა და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიცრუეს უწოდებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მეორე დღეა, დაიწყო სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ეს არის სისტემური გადამოწმება.

როგორც ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს ტესტი.

"ზოგის პასუხები დღეს მივიღეთ, ზოგის პასუხი ცნობილი ხვალ გახდება ცნობილი, მაგრამ ის რომ ვინმეს დაუდასტურდა არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა გოგიტიძემ.

ხმაური ბათუმში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 10-მდე პირი დააკავეს

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს