ავტორი:

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

მომღერალი ბესო კალანდაძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა საზოგადოება მას მისი მუსიკალური კარიერის მეშვეობით იცნობს. იყო ანსამბლ "ვია 75"-ის სოლისტი, რომელიც ქართულ მუსიკალურ ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. კალანდაძე დღეს ძირითადად კერძო კონცერტებით და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული.

"რეიტინგმა" მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თითქმის ყველა საკითხზე დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა.

- ბატონო ბესო, ბოლო დროს აქტიურად აღარც სცენაზე ჩანხართ და აღარც პრესაში, სად ხართ? რას საქმიანობთ?

- ამჟამად პირადი საქმიანობით ვარ დაკავებული, სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ, საკუთარი ფირმა მაქვს და აქტიურად ვმუშაობ ჩემი პროფესიით. რაც შეეხება კონცერტებს, კერძო კონცერტები მაქვს, ახლახანს დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც საქართველო-ისრაელის მეგობრობის აღსანიშნავად კონცერტი ჩატარდა და ბედნიერი ვარ, იქ მოხვედრის საშუალება რომ მქონდა. რა თქმა უნდა ჩვენი ძმები არიან ოსებიც, აფხაზებიც, მაგრამ ებრაელ ხალხზე ახლო ძმები ჩვენ არ გვყავს. ერთმანეთის გარდა სხვა პატრონი არ გვყავს მსოფლიოში.

- ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდით სახელმწიფო სამსახურში, რატომ წამოხვედით?

- 2003 წელს წამოვედი საგადასახადო სამსახურიდან. ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი დავრჩი. თავდაპირველად შვებულება ავიღე სამსახურში, რადგან დისკის გამოსაშვებად წავედი რუსეთში, მაგრამ ხუთი წელი შევრჩი მოსკოვში და იქ მომიწია ცხოვრება. ამას საერთოდ არ ვნანობ. 2003 წლიდან სხვა მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, სხვა ხედვებით, სხვა მიზნებით... არ ვამბობ, რომ ცუდი ხედვები ჰქონდათ. მათ უფრო ძლიერად დაიწყეს მუშაობა და ბიუჯეტიც გაიზარდა. ახალგაზრდები მოვიდნენ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს პროგრესი. ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, ვერც ადამიანების მენტალობა. ბევრი ჩემი თაობიდან ჩარჩა იქ და დღესაც საბჭოთა კავშირში ცხოვრობს,. უნდა შეგეძლოს ახალ თაობასთან ცხოვრება. 63 წლის კაცი ვარ, ზოგისთვის შეიძლება ახალგაზრდა იყო, ყველაფერი შეფარდებითია, მაგრამ ჩემი ხასიათი ასეთია.

ამაში ახალგაზრდობის დროინდელ ცხოვრების წესს მიუძღვის წვლილი, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი იყო და ინფორმაციაც კი ვერ შემოდიოდა, მე ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა ჩემი საქმიანობის გამო. .. ტროიკები და კომისიები წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ჩემს დროსტროიკებიაღარ იყო, მაგრამ მარტივი მაინც არ იყო გასვლა. მე და ჩემი კოლეგები გავდიოდით ქვეყნიდან. 1985 წელს ვიმყოფებოდი ვენაში გასტროლებზე ანსამბლ „75“-თან ერთად. ვიღაც სულ დაგვყვებოდა, მაგრამ კგბ- აგენტი არასდროს ახდენდა აფიშირებას, რომ ის ის იყო და გვაკონტროლებდა. ნებისმიერ უცხოელთან კონტაქტი რთული იყო, განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მახსენდება ერთი მომენტი, 1982 წელი იყო, ათი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მუსიკოსები ერევანში, მათ შორის მექსიკიდან, სასტუმროში ვცხოვრობდით და ერთ-ერთი ბულგარელი მუსიკოსისთვის არანჟირება უნდა გამეკეთებინა, ნომერში უნდა შევხვედროდით დეტალების გასავლელად და ესეც კი რთული აღმოჩნდა. გაგვიმართლა, მაინც შევხვდით, რადგანპერესტროიკისწინა პერიოდი იყო და ცოტა შერბილებული იყო კონტროლი.

- რის გამოც დარჩით მოსკოვში საერთოდ არ ნანობთ?

- როგორც გითხარით, მოსკოვში ჩასვლის მიზეზი იყო კომპაკტ დისკის გამოშვება. მე სიმღერას თავი 1986 წელს დავანებე. მაშინ 30 წლის ვიყავი. გავაკეთე ჩემი საქმიანობის ანალიზი და წავედი სცენიდან, სადაც შემთხვევით მოვხვდი თავის დროზე. სანამ სიმღერას დავიწყებდი წყალბურთზე დავდიოდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამეკრძალა, ის დრო მინდოდა რაღაცით შემევესო, ამიტომ პოპ-მუსიკის რენესანსი იყო და დავიწყე სიმღერა. გავხდი პოპულარული, მერე რა? 20 მანეთი გვქონდა ხელფასი, თითო კონცერტში, იქვითებოდა საშემოსავლო და 17 მანეთს და 50 კაპიკს ვიღებდით. კარგიც ჰქონდა საბჭოთა კავშირში, პენსიაც იყო, ხელფასიც, მაგრამ ცხოვრებისთვის საჭიროზე მეტი რომ გქონოდა დაგიჭერდნენ. დღესაც ასეა, ვინ მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას? მარტივია შექმნა კომპრომატი ადამიანზე და როცა გინდა გამოიყენო.

სცენიდან წასვლის შემდეგ, დრო იყო ჩემი საქმით დამეწყო მუშაობა, სპეციალიზებით ვარ ფინანსისტი, ამიტომ ამ კუთხით დავიწყე მუშაობა. 1986-1992 წლებში სავაჭრო სისტემაში ვმუშაობდი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, საგადასახადო სამსახური ჩამოყალიბდა და პირველივე დღიდან იქ დავიწყე მუაობა - შიდა კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 11 წელი ვმუშაობდი იქ, 2000 წელს ჩავაბარე მოხელეთა გამოცდები. სადაც ვმუშაობდი სცენა იყო თუ სხვა სამსახური ვცდილობდი ვყოფილიყავი პროფესიონალი, გამომდიოდა თუ არა ეს სხვა საკითხია. 1998 წლის ბოლოს მინდოდა ხელოვნებასთან დაბრუნება, მსურდა ძველი სიმღერების ახალი არანჟირება გამეკეთებინა და ჩამეწერა დისკი, არც ჩემი და არც „75“-ის დისკი არ არსებობდა, ამიტომ წავედი მოსკოვში...წაიკითხეთ სრულად

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს