ავტორი:

"აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკა მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს" - აშშ სირიაში ჯარის ნაწილს ტოვებს

"აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკა მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს" - აშშ სირიაში ჯარის ნაწილს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“.

„ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა შეამციროს რისკი იმ ადამიანებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა „თითქოსდა მიატოვა“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ. ანკარა რეგიონში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა, რომელიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას და ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სირიიდან ყველა ჯარისკაცის არ გაიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განმარტებით, შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში ნავთობის საბადოების დასაცავად, ნაწილი კი იორდანიისა და ისრაელის საზღვართან ახლოს დარჩება.

ამავდროულად, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების სირიიდან გაყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი ჯარისკაცები ორი დიდი ჯგუფის შუაგულში, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან? მე ასე არ ვფიქრობ. იმისთვის ამირჩიეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნო,“ - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ისრაელმა და იორდანიამ აშშ-ს თხოვეს, მცირე რაოდენობის ჯარი სირიის „სრულიად სხვა მონაკვეთში“ და არა კონფქლიქტის ზონაში დაეტოვებინა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ოპერაციის დაწყებამდე შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ვაშინგტონში ტრამპის ეს გადაწყვეტილება „თურქეთისთვის მწვანე შუქის ანთებად“ და ქურთი მოკავშირეების ღალატად შეაფასეს.

სანამ ადამიანები სახლებში იზოლაციაში არიან, იაპონიის ქუჩებში ირმების ჯოგი გამოჩნდა...

"10 კვირაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევები გვექნება“ - ბილ გეითსი

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან