ავტორი:

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

თემირლან მაჩალიკაშილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს ესაუბრა. მარიამ კუბლაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს! - ასე ეხმაურება ამბავს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რას ჰქვია შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს.

მოვითხოვ, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. ამ სისხლიან და ბოროტ სისტემას ვაიძულებ, შეცდომა აღიაროს. რას ჰქვია დანაშაულს არ აღიარებენ? აღიარებენ! მე იმისთვის ვიბრძვი, რომ სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. თუ არ აღიარეს, არასდროს ვყოფილვარ „ა გეგმით“, „ა გეგმას ბ გეგმა“ ახლავს თან“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განახორციელა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სწორედ მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

ქორწინების მიზნით, 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე