ავტორი:

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები უმეტესწილად გართობასთან ასოცირდება, მათზე დამოკიდებულება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვერ ამოვიცნობთ და მკურნალობას არ მივმართავთ, აღნიშნულს შესაძლოა საკმაოდ ნეგატიური გავლენა ქონდეს არამხოლოდ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არამედ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ მძაფრი, გაუკონტრელებელი სურვილი, რომ იყიდოთ ლატარიის ბილეთები, ესტუმროთ კაზინოს, ითამაშოთ სლოტ აპარატებზე, ტოტალიზატორში ან ონლაინ თქვენ შესაძლოა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყოთ. აღნიშნული პრობლემა აწუხებთ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.

თუ თქვენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხართ:

  • გამუდმებით გაქვთ თამაშის სურვილი
  • თამაშობთ იმისთვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი
  • ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს
  • თამაშის გამო აცდენთ სამსახურს და თავს არიდებთ სხვა პასუხისმგებლობებს
  • თავს არიდებთ საჭირო ხარჯების გაწევას (კომუნალური გადასახადები და სხვა) და თანხას თამაშისთვის იყენებთ
  • ყიდით ნივთებს იმისთვის, რომ ითამაშოთ
  • იპარავთ იმისთვის, რომ ითამაშოთ
  • იტყუებით თქვენი ჩვევების შესახებ (იგულისხმება თამაში)
  • თავს გრძნობთ განადგურებულად და დამნაშავედ თამაშის შემდეგ
  • თამაშისას მიდიხართ უფრო და უფრო დიდ რისკებზე

თამაში დიდ გავლენას ახდენს თქვენ სოციალურ და პირად ურთიერთობებზე. თქვენ ასევე, შეიძლება დაკარგოთ სახლი, სამსახური, მანქანა და სხვა საკუთრებები. არ არის აუცილებელი, რომ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ხშირად თამაშობდეს, დამოკიდებულებას ამოცნობა ხდება მაშინ, როდესაც იგი იწყებს თამაშს და გაჩერება ძალიან უჭირს.

რა იწვევს თამაშზე დამოკიდებულებას?

როდესაც თამაშზე დამოკიდებული ხართ, თამაშისას თქვენი ტვინის ცენტრალური წილი (ინსულა) ზედმეტად აქტიურდება. მოთამაშის გონებას ამ დროს თამაშზე დაახლოებით იგივე რეაქცია აქვს, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანისას სასმელის დანახვაზე. რაც უფრო გამოკვებავთ თქვენს ჩვევას, მით უფრო რთული გახდება მისი მორევა.

როგორ ვუმკურნალოთ თამაშზე დამოკიდებულებას?

სწორი მკურნალობისას, თამაშზე დამოკიდებულება მართვადი პროცესია. ჭამაზე დამოკიდებული ადამიანებისგან განსხვავებით თამაში არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თქვენი დამოკიდებულების ობიექტის გარეშე ცხოვრება სრულად შესაძლებელია. თქვენ გჭირდებათ ფინანსებთან ჯანსაღი და დაბალანსებული ურთიერთობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება.

მკურნალობისთვის თამაშისთვის თავის სრულად დაანებებაა საჭირო ვინაიდან იშვიათმა თამაშმაც კი შეიძლება მოახდინოს თქვენი პროვოცირება. საჭიროა იმპულსების სწორად კონტროლის მართვის მექანიზმების სწავლა. ზოგადად, თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა სხვა დამოკიდებულებების მსგავსად ხდება.

იმისათვის, რომ იმკურნალოთ მიმართეთ სპეციალისტს (ფსიქოლოგს), დასახეთ მკურნალობის გეგმა და დაიწყეთ ცხოვრების წესის შეცვლაზე ზრუნვა.

წყარო: https://www.healthline.com/health/addiction/gambling

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს