ავტორი:

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

ალბათ ორი კვირის წინ მედიისთვის რთულად წარმოსადგენი იყო, რომ გამოჩნდებოდა თემა, რომელიც ქვეყანაში პანდემიას გადაფარავდა და მით უმეტეს, ეს ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იქნებოდა. მართალია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიღაც არ არის, მაგრამ წარმატებული სპორტმენის პირადი ცხოვრება საინტერესო ყველასთვის მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ძალადობის ბრალდებით უჩივლა.

წყვილი რომ რამდენიმე თვის დაშორებული იყო, ამის შესახებ მედიამ იცოდა, მაგრამ ფაქტს არცერთი არ ადასტურებდა... რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ყველა ტელევიზიის პირველი სიუჟეტი ბასილაშვილი-დოროყაშვილის გარშემო მიმდინარე დაპირისპირება გახლდათ.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა მესამე პიროვნება შარლოტა ელენა. გერმანელი ჩოგბურთელი გოგონა, რომელიც ქართული მედიის ინფორმაციით, პანდემიის დროს საქართველოში გახლდათ.

როგორც ჩანს, მატჩების გადადების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამშობლოში ახალ სიყვარულთან ერთად დაბრუნება გადაწყვიტა. შარლოტას ინსტაგრამიდან ირკვევა, რომ ის საქართველოშია და თავს ძალიან კარგად გრძნობს. იღებს ფოტოებს ბასილაშვილის რძალთან მაცო ჩოფიკაშვილთან, მომავალი მაზლის შვილთან და არც იმის დაწერას ერიდება ინსტაგრამზე, რომ თბილისშია.

გუშინ გერმანელმა ჩოგბურთელმა, ინსტაგრამის სთორიში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელს ხანგრძლივი სასამართლო პროცესი ელოდება, როგორც ჩანს, წყვილი საკუთარ გრძნობებს აღარ მალავს.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“