ავტორი:

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

32 წლის აფხაზი ბესლან ხვარწკია, რომელმაც სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ქორწილის ფოტოები ინტერნეტში წარწერით "козлосвадьба" განათავსა, საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს. ადგილობრივი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა.

ხვარწკიას ტვინის შერყევა აქვს, გატეხილი აქვს ასევე ცხვირი, დაზიანებული აქვს მკერდის ძვლები და მრავლობით სისხლჩაქცევები აღენიშნება. აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, მან "რაც დაიმსახურა ის მიიღო, რადგან მისი ცემის მიზეზი აფხაზური ტრადიციის შეურაცხყოფა გახდა, რაც საკუთარი წარსულის უარყოფას ნიშნავს".

"არ ვფქრობ, რომ ის ბიჭები, ვინც ხვარწკია სცემეს, ტყუიან, არ შეიძლება დასცინო ტრადიციას, წარსულის ფასეულობებს. ჩვენ კავკასიელები ვართ, რომელთათვისაც ადათი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე იაფფასიანი იუმორი, რომელიც ვიღაც სუბიექტის თვითპოპულარიზაციას ემსახურება. სუფრაზე დალაგებული შემწვარი თხები ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება", - წერს სოციალურ ქსელში ლია ლაიბა.

სხვების თქმით, ხცარწკიას მიმართ აფხაზების ასეთი აგრესია ქართველებისა და რუსების რეაქციებმა გამოიწვია.

ამ ფოტოებს ინტერნეტში უამრავი დამცინავი და სარკასტული პოსტი მოჰყვა, როგორც რუსების, ასევე ქართველების მხრიდან:

არ გინდათ თქვენ სინათლეზე გამოსვლა, ისევ "თხების საზოგადოებაში" ყოფნა გირჩევნიათ და ტყუილად ვცდილობთ გამოგათრიოთ. წვით ცხოველები და იცხოვრეთ ბედნიერადო, - წერდა ერთი რუსი.

"როდის უნდა დასრულდეს ეს ამაზრზენი ტრადიცია, თხა ცოცხლად თუ არ შეიწვა, ისე ვერ შეჭამთ? გავიგეთ, რომ აფხაზები შეძლებული ხალხია, მაგრამ სხვანიარად შეეძლოთ თავიანთი უპირატესობის დამტკიცება", - წერს ოლეგ შუბეკია.

ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის მილიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი, სხეულზე მრავალრიცხოვანი დაზიანებებით.

სოხუმის ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განცხადების გარეშე საქმეს ვერ აღძრავენ, "ფეისბუქზე" გავრცელებული ვიზუალური მასალა კი სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და დანაშაულის მტკიცების საფუძველი არ არის.

სკანდალური ქორწილი სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორანში აფხაზურმა ოჯახმა გადაიხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი აფხაზეთის "მაფიოზურ კლანში" წამყვან ადგილს იკავებენ, რადგან ქალაქის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს, მის ადგილზე კი რესტორანი გახსნეს. მაშინ მოსახლეობის მოთხოვნით, ვანდალიზმის მუხლით საქმეც აღიძრა, თუმცა, აფხაზებმა ყველაფერი მალევე "მოაგვარეს" და საქმეც დაიხურა.

აფხაზი სახალხო დამცველის თქმით, განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის ადამიანები აფხაზეთში არაერთხელ დასჯილან და ეს ტენდენცია გრძელდება.

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლი სახლებსა და ხის შენობებს მოედო" - ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში