ავტორი:

"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია

"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ  ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია

არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილის კრიტიკა არ აპატია.

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი სოპრანოს პოზიციას, რომელმაც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად მილიონის გადარიცხვაზე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

"ვაი, შე საცოდავო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო. ამაზონის ტყე არსად გაგექცეს. ნაძირალა, კრეტინი" - წერს რაჭველიშვილი უმცროსი ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.

კომენტარის სქრინი, სადაც სასულიერო პირი სოპრანოს ყელის კიბოს "უსურვებს" მოგვიანებით ანიტამ თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ერთ-ერთ მომხარებელს სქრინის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარის გავრცელების შემდეგ არქიმანდრიტს პირად გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. თუმცა, თავად კომენტარის მსგავსი ფორმულირება წყევლად არ განიხილა და სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა:

„რაჭველიშვილი არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას… არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა ბერას ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო" - წერს სასულიერო პირი.

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ივანიშვილის ოჯახთან დაახლოვებული პირია. არქივში მოიძებნება ფოტო, სადაც სასულიერო პირი ბიძინა ივანიშვილის დედასთან, ციცინო ივანიშვილთან და "ოცნების" აქტივისტებთან ერთად არის ასახული.

არქიმანდრიტმა 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაწყევლა: "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“! - წერდა სოციალურ ქსელში სასულიერო პირი.

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა

"პუტინის კარზე არ გვიმღერია... განვიხილავდით შემოთავაზებას" - რატომ დაიშალა ტრიო "მანდილი" და როგორ შეიქმნა ტრიო "ლავდილა"