ავტორი:

"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

დმანისის რაიონ სოფელ ჯავახში 2019 წლის 29 იანვარს დღის საათებში თანასოფლელის დაკრძალვაზე ერთმანეთს გიორგი ადუაშვილი და გიორგი ბალახაძე დაუპირისპირდნენ. ისინი თანატოლები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჩხუბმა დიდ ხანს არ გასტანა, თუმცა ინციდენტს გაგრძელება საღამოს საათებში მოჰყვა.

გიორგი ადუაშვილმა მრავალფუნქციური დანით ხელში სახლში მიაკითხა ბალახაძეს. ადვოკატი, ნონა ფილაური ჰყვება, რომ ეზოს კარი გიორგი ბალახაძის მამამ, დავით ბალახაძემ გააღო და მათ შორის დაპირისპირება იქვე, კართან დაიწყო, რა დროსაც ბალახაძემ ადუაშვილი დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა უკან გაბრუნდა და მოგვიანებით ის ბალახაძის სახლიდან 300 მეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადუაშვილი რეანომობილში გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოჰყვა კრიმინალური პოლიციაც. დააკავეს დავით ბალახაძე და მისი ორი ვაჟი. ადვოკატი ყვება, რომ წინაწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილმა დავით ბალახაძემ მაშინვე აღიარა დანაშაული და თქვა, რომ ადუაშვილს სასიკვდილო ჭრილობა თავად მიაყენა. აღიარება სარწმუნოდ არ ეჩვენათ სამართალდამცველებს. ისინი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულები, რომ დანაშაული გიორგი ბალახაძემ ჩაიდინა და მამა ამ აღიარებით ცდილობდა საკუთარი შვილისთვის მოსალოდნელი სასჯელი აერიდებინა.

მოგვიანებით, დავით ბალახაძემ ჩვენება რადიკალურად შეცვლა და მიუთითა, რომ დანაშული ნამდვილად მისმა შვილმა ჩაიდინა და წინა ჩვენებით ის ხელს აფარებდა შვილს. იმავე შინაარსისის ჩვენება მისცა ოჯახის ნათესავმაც. თავად გიორგი ბალახაძეს დანაშაული არ უღიარებია. ამ აღიარების შედეგად მამამ, დავით ბალახაძემ და მისმა ერთმა შვილმა საქართველო დატოვეს. წინასწარ პატიმრობაში დარჩა გიორგი ბალახაძე. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებამ მოწმეების ჩვენებებებს ექსპერტიზის დასკვნებიც დაურთო და შეეცადა, გაემყარებინა ბრალდება. დადგინდა, რომ გიორგი ბალახაძის ტანსაცმელზე იყო გარდაცვლისის სისხლის კვალი, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს სისხლის კვალი დაკრძალვაზე მომხდარი ჩხუბის დროინდელი იყო. ადუაშვილის სისხლი აღმოჩნდა მამის, დავით ბალახაძის ტანსაცმელზეც, რაც, ფილაურის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშული შვილმა კი არა, მამამ ჩაიდინა.

რატომ მისცა შეცვლილი ჩვენება მამა საკუთარი შვილის წინააღმდეგ?

ადვოკატი ნონა ფილაური ამ ფაქტს ასე ხსნის: „ როდესაც შევედი გიორგისთან საკანში და ვთხოვე, გაეხსენებინა დეტალურად მკვლელობის ეპიზოდი, მან ვერ გაიხსენა. ამბობდა, რა აზრი აქვს ვინ ჩადინა დანაშული. ჩემ გამო მოხდა ეს ტრაგედია და დამნაშავეც მე ვარო. ასევე, ვერ ყვებოდა დეტალებს. შევეჭვდი და დავანიშნინე ფსიქიატრიული ექპერტიზა. დადგინდა, რომ შემთხვევისას იგი აფექტში არ იყო. მაშინ, რატომ ვერ იხსენებდა დეტალებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი? პროკურორს ჰქონდა ვერსია, ალბათ, მთვრალი იყოო. ჩავატარეთ ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ დანაშაული მისი ჩადენილი არ იყო. უცხოეთიდან ჩამოვიდა მამამისიც, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი შვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რადგან მას ემუქრებოდნენ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ჯგუფურ მკვლელობაში წაუყენებდნენ ბრალს და სამივეს დააკავებდნენ.

ასევე, ის ამბობს, რომ ჰპირდებოდნენ დანაშულის გადაკვალიფიცირებასაც და საქმის ძიების გაგრძელებას აუცილელებელი მოგერიების მუხლით. ამ დანაშულზე სასჯელი ბევრად მსუბუქია. ხოლო მეორე ჩვენებაზე, რომელიც მისმა ნათესავმა მისცა, მსჯავრდებულის მამა ამბობს, რომ ამ ჩვენების მიცემა მან თავად სთხოვა ნათესავს, რადგამ „მაშინ საქმეს ასე სჭირდებოდა“.

გიორგი ბალახაძე

საბოლოოდ, რა მტკიცებულებებია საქმეში?

„ერთადერთი ჩვენება - ისიც გიორგი ბალახაძის ნათესავის, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშროელია და არსებითად ვერ ცვლის ჩვენება ახლა, რადგან ამ შემთხვევაში ცრუ ჩვენების მიცემისთვის მის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევნა. ამასთან, მისი ჩვენები წინასწარი გამოძიების პროცესში და სასამართლოზე ურთიერთგანსხვავებულია“ - ამბობს ადვოკატი.

ნონა ფილაურის თქმით, ბრალდება გამყარებული არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას არ ამოუღია მკვლელობის იარაღი, რომელიც ახლა მსჯავრდებულის მამას აქვს თან.

ნონა ფილაური

„დავით ბალახაძე ამბობს, რომ მან ჩაიდინა დანაშული. რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას განცხადებით. ბოლო განცხადებას მან დაურთო თვითმხილველი მოწმეების დაკითხვის ოქმებიც, რომელშიც წერია, როგორ დაინახეს საკუთარი თვალით დაჭრის ფაქტი და რომ ეს ჩაიდინა დავით ბალახაძემ. იგი მიმართავს პროკურატურას, რომ შეუძლია წარადგინოს მკვლელობის იარაღიც. რატომ არ ამოიღო გამოძებამ საქმის მთავარი ნივთმტკიცება - დანა? რატომ არ გამოიკვლიეს? იქნებ რა აღმოჩენილიყო?“

გიორგი ბალახაძის დედა ელენე ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. იგი სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს , პასუხისგებაში მისცენ მისი მეუღლე და პატიმრობიდან გაათავისუფლონ შვილი, გიორგი ბალახაძე.

„როცა ეს ამბავი მოხდა, საქართველოში არ ვიყავი, საბერძნეთში ვიმყოფებოდი. მოვითხოვ, რომ სამართალი აღდგეს. ჩემი შვილი უდანაშაულოა. დამნაშავე ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეუღლე, მაგრამ ჩემი შვილი უდანაშაულოა და არ უნდა დაისაჯოს. მთავარია, სამართალი იყოს. ჩემს მეუღლეს 9 თვეა ბალიშზე თავი არ დაუდია, რადგან ის არის დამნაშავე და პატიმრობაში შვილი ჰყავთ“ - აცხადებს მსჯავრდებული დედა.

რა ინტერესი ჰქონდა გამოძებას მაინცდამაინც შვილის მიმართ, თუკი დანაშული სინამდვილეში მამამ ჩაიდინა?

ამ ისტორიის ყველაზე საკვანძო შეკითხვას - რაში აწყობდა პროკურატურას მაინცდამაინც შვილის გასამართლება, რა განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა გიორგი ბალახაძის მიმართ - ადვოკატი ასე პასუხობს:

„პროკურატურას სურდა, ცხელ კვალზე გაეხსნა დანაშული. განზრახვას ვერ კვეთდნენ მამის წინაღმდეგ. რატომ უნდა მოეკლა მამას განზრახ საკუთარი შვილის მეგობარი, მაშინ როდესაც გარდაცვლილთან დაპირისპირება ჰქონდა მის შვილს გიორგი ბალახაძეს. ადამიანს რომ კლავ უნდა გქონდეს მიზეზი, მამას, ბრალდების მხარის პოზოციით, ამის მიზეზი არ ჰქონდა, რომ მისი შვილის თანატოლი მოეკლა. ადუაშვილის ბალახაძეების ოჯახში მისვლის მიზეზი ხომ იყო გიორგი ბალახაძესთან ჩხუბი რამდენიმე საათით ადრე. მათ სურდათ საქმის გახსნა სწრფად და გაუკვირდათ , რომ აღიარებითი ჩვენებით მივიდა ადამიანი. ეგონათ, რომ მამა შვილს აფარებდა ხელს. წარმოგიდგენიათ, ამგვარი ნონსენსი, მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს შვილი იხდის. მამა აღიარებს დანაშაულს, აღწერს მკვლელობის გარემოებას და დეტალურად ჰყვება, როგორ დაარტყა მან დანა ადუაშვილს, ასევე ამბობს, რომ მკვლელობის იარაღი მას აქვს და შეუძლია წარმოადგინოს, თუმცა, პროკურატურა ამით არ ინტერესდება. არც მკვლელობის იარაღი ამოუღიათ“.

განზრახ მკველობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გიორგი ბალახაძეს სამი დღის წინ მიუსაჯეს. ადვოკატი მოუწოდეს სამართალდამცავ უწყებებს მსჯავრდებულის მამის განცხადებებით დაინტერესდნენ და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ.

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს

დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცი მამა