ავტორი:

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა

ფოთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამის განცხადებით, ქალაქში კრიმინალური ავტორიტეტის ჯუმბერ ბაირამიდის დაჯგუფება შეიარაღებული დადის.

მოკლულის მამის თქმით, მისი შვილი ამ დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს.

"ფოთში დადის ბაირამიდების დაჯგუფება ხელკეტებით, იარაღებით და ვინც არ მოეწონებათ, სცემენ. ჩემს შვილს მათთან უთანხმოება ჰქონდა. სწორედ ისინი დაგვესხნენ თავს და გაიტაცეს ვაჟა. მთელ ქალაქში ვეძებდი, მათ შორის ბაირამიდების სახლშიც. იქ მისულს არავინ დამხვედრია, უკან რომ ვბრუნდებოდი, გზაზე ფიზიკურად გამისწორდნენ“, - აცხადებს მოკლული მამაკაცის მამა გივი ტყებუჩავა.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია მანქანა, რომლითაც გარდაცვლილი გადაიყვანეს. გუშინ მოკლულ მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლშია დასვენებული.

შეგახსენებთ, წუხელ ფოთში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.

"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე