ავტორი:

გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ

გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ

თბილისში, გურამიშვილის გამზირის #30-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილს ბინებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძემ განუცხადა, ამჟამად საცხოვრებელ კორპუსში დასუფთავების და დაზღვევის სამუშაოები მიმდინარეობს.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ანდღულაძის თქმით, მე-3, მე-4, მე-5 სართულებზე განთავსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით სპეციალისტები იმუშავებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ.

„ჯერჯერობით ადგილზე წინმსწრები დაზღვევითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, განსაკუთრებით მე-3, მე-4, მე-5 სართულზე. მოგეხსენებათ, რომ მე-4 სართული იყო აფეთქების ეპიცენტრი და შესაბამისად, ყველაზე დიდი დაზიანება მესამე და მეოთხე სართულებზეა. წინასწარი მონაცემებით, ჩამოთვლილი სართულების გარდა, სხვა სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობას შევუშვებთ თავიანთ საცხოვრებელ ფართებში. რაც შეეხება მე-3, მე-4, მე-5 სართულს, დასუფთავებისა და დაზღვევის სამუშაოების შემდეგ, სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი და მერიის ლაბორატორია შევა, რის შემდეგაც დასკვნას დადებენ, როდის იქნება შესაძლებელი ამ სართულებზე მოსახლეობის შესვლა. ჯერ დასკვნა იქნება გასაკეთებელი, შემდეგ შესაბამისი პროექტი დასაწერი და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასაკეთებელი, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

რაც შეეხება სხვა სართულებს, პირველადი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირაში ან რამდენიმე ხანში შევუშვებთ მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთი დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

გურამიშვილის გამზირის #30 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში არიან განთავსებული.

"დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც..." - დაკარგული ოპერატორის დედის თქმით, 29 წლის სანდრო ბერიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია

პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა ეძებს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს