ავტორი:

"დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც..." - დაკარგული ოპერატორის დედის თქმით, 29 წლის სანდრო ბერიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია

"დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც..." - დაკარგული ოპერატორის დედის თქმით, 29 წლის სანდრო ბერიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორს სანდრო ბერიძეს ოჯახი და მეგობრები მესამე დღეა ეძებენ. დაკარგული ბიჭის ტელეფონი ბოლოს ანძებმა ცხვარიჭამიას ტყის ტერიტორიაზე დააფიქსირეს, სადაც ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

29 წლის ბიჭის დედა, ნინო ლოლაძე "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ შვილს ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა ტელეფონით. დედა აღიარებს, რომ შვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაზეც მამას ესაუბრა:

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა... დაგვემშვიდობა, მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო" - უთხრა "კურიერს" სანდრო ბერაძის დედამ.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დარეკეთ ნომრებზე - 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

საზარელი ავარია ყვარელში - სამი ბიჭი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა

8 არალეგალი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს