ავტორი:

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამჟამად, თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, პატრიარქი სახლშია და არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შეხვედრებიც შეძლოს.

„ვირუსული ინფექციის შემდგომ, პროცესი ერთ-ორ დღეში ყოველგვარი დამატებითი სამედიცინო მედიკამენტების, ან დამატებითი სამედიცინო ჩარევის გარეშე სრულიად ჩამთავრდება. ერთი დღე ჰქონდა ცხელება და იმის მერე ჰქონდა ის მოვლენები, რაც ახასიათებს ვირუსულ ინფექციას. სრული რეაბილიტაციისთვის კი რამდენიმე დღე სჭირდება“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

BTU-ს სტუდენტი Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგენს

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

"დედაბუნების ხმას უნდა ვუსმინოთ" - ბერა ივანიშვილი წერს, რომ შვილების მომავალზე ყველამ უნდა იზრუნოს