ავტორი:

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Startup Grind Europe-Asia Connect-ის მედია მხარდამჭედია ინტერნეტგამოცემა ბიზნესპრესნიუსი, რომელიც ღონისძიების ფაგლებში საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებსა და რეგიონის სტარტაპებს მიმოხილილავს.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: startupgrind.ge

BTU-ს სტუდენტი Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგენს

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი

"დედაბუნების ხმას უნდა ვუსმინოთ" - ბერა ივანიშვილი წერს, რომ შვილების მომავალზე ყველამ უნდა იზრუნოს