ავტორი:

"წლევანდელ ვირთხის წელს მოაქვს ოქრო, სიმდიდრე, მაგრამ..." - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ გამდიდრების შანსი 2020 წელს

"წლევანდელ ვირთხის წელს მოაქვს ოქრო, სიმდიდრე, მაგრამ..." - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ გამდიდრების შანსი 2020 წელს

2020 წელი ვირთხის წელია - "მეტალის ვირთხის" და როგორც აღმოჩნდა, მსგავსი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ დგება. ასტროლოგების მტკიცებით, სიმდიდრის წელი მოდის, თუმცა ადამიანებს ამისთვის ბევრი შრომა მოუწევთ. თუმცა, არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2020-ში ფორტუნა განსაკუთრებულად გაუღიმებთ.

დამდეგი წლის ფინანსურ ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს საინტერესო რჩევებს აძლევს:

- 2020 წელს წინ ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. პირველი სატურნისა და იუპიტერის შეერთება თხის რქაში, რომელიც მოხდება 8 ივლისს და მეორე - 21 დეკემბერს სატურნისა და იუპიტერის შეერთება მერწყულში. ასეთი შემთხვევა 20 წლის წინ იყო და ეს ფონს მისცემს მთელი შემდეგი წლების მოვლენების განვითარებას.

ეს ორი შეერთება გამოიწვევს გლობალურ ცვლილებებს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ასევე

21 დეკემბრის შემდეგ, დიდი იმპულსი მიეცემა სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებას - ეს იქნება გლობალური ცვლილებები, როგორც მეცნიერებაში ისე პოლიტიკაში, კაცობრიობა ახალი საყრდენიდან დაიწყებს ცხოვრებას

2020 წლისთვის დამახასიათებელი იქნება სიძნელეები, რომელიც გამოცდების ხასიათს ატარებს. ვისაც არ შეეშინდება და დაძლევს ამ სიძნელეებს, მიიღებს საჩუქრებს და ვისაც შეეშინდება, მათთვის არანაირი ცვლილებების მომტანი არ იქნება ვირთხის წელი.

2020 წელი საქართველოსთვის იმ კუთხით იქნება კარგი და საინტერესო, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ნეგატიური იქნება ის მომენტი, რომ მარტამდე პერიოდში სიფრთხილეა საჭირო, გაძლიერებული იქნება ვირუსული დაავადებების ალბათობა.

2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - ეს არის ქალწული, კურო და თხის რქა.

რაც შეეხება ჰაერის ნიშნებს - მერწყული ტყუპები და სასწორი, ეს იქნება მათთვის პრობლემების მოგვარების პერიოდი. მერწყულებისთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ კომფორტის ზონაში მოახვედრებთ, სასწორები კი პრობლემებს მოაგვარებენ. რაც შეეხება ტყუპებს, 2020 წელში ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ.

ცეცხლის ნიშნების შემთხვევაში - ლომი, მშვილდოსანი და ვერძი, იქნება საქმიანი და კარიერულად წარმატებული წელი, თუმცა ვერძს მეტი შრომა მოუწევს, ლომი უკეთეს სამუშაო პირობებს მიაღწევს და მშვილდოსანი - მიიღებს კარგ ფინანსურ შემოსავალს.

წყლის სტიქიით დაბადებული ადამიანებისთვის - კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის და მორიელებისთვის ურთიერთობების დალაგების წელი იქნება. ასევე მოაგვარებენ იურიდიულ თემებს. ყურადღებით უნდა მოეკიდონ საქმიან შემოთავაზებებს.

გამდიდრების შანსი ექნება ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მიაქცევს ყურადღებას იმას რაზეც გესაუბრეთ. 2020 წლის ფილოსოფია მოითხოვს მაქსიმალურ შრომისუნარიანობას

- ვირთხა ადამიანების დიდ ნაწილში ზიზღს იწვევს და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ წელს?

- ვირთხას თუ დავარქმევთ წრუწუნას, ისეთ ზიზღს აღარ გამოიწვევს. ინდოეთში ტაძარია, სადაც ვირთხებს ეთაყვანებიან და ყოველდღიურად მათთვის რძე მიაქვთ. რადგან აღმოსავლურ ჰოროსკოპს ვიხილავთ, აღმოსავლურ სამყაროში ვირთხა არ არის ზიზღის წყარო.

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები ყველაზე შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან, ხშირად მილიონერებიც. წლევანდელი ვირთხის წელი არის ოქროს, მეტალის ვირთხის წელიწადი.

ასეთი წელი უახლოეს წარსულში იყო 1960 წელი. წლევანდელ ვირთხის წელიწადს მოაქვს ოქრო, სიმდიდრე, მაგრამ მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას. ის მუდმივად იბრძვის და შრომაშია, მაგრამ ანაზღაურებაც იქნება დიდი.

ვირთხის წელიწადი დადგება 25 იანვარს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ 31 დეკემბერს შევხვდეთ როგორც ახალ წელს. ჩვეულებრივად შეგვიძლია ტრადიციულად შევხვდეთ, მაგრამ რადგან იუპიტერი ამ დროს თხის რქაში იქნება, პომპეზურობა არ იქნება კარგი. კარგი იქნება ახალ წელს საქმიანი გეგმების შემუშავება.

ყველაზე კარგი სადღეგრძელოები იქნება საქმეში წარმატებების. ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება ის, რაც ადამიანების სამუშაოს ეხება. მაგალითად, ჟურნალისტს თუ აჩუქებთ ნოუთბუქს, ახალ ტელეფონს. იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ეს იქნება მათთვის წარმატების მომტანი თილისმა.

დომინანტური იქნება ოქროსფერი, ცისფერი და მწვანე, წარმატებული რიცხვები - 2 და 3. ფენშუის მიხედვით, დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ დასავლეთის ზონები, საიდანაც მოვა სასიკეთო ენერგია.

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?