ავტორი:

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

იმ ფონზე, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ქორწინებისთვის და საქორწინო ცერემონიებისთვის ადამიანებს აღარ სცალიათ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც ახერხებენ დაქორწინებას, თან ისე, რომ ცერემონიას ოჯახის წევრები, დისტანციურად, თუმცა მაინც ესწრებიან.

როგორც CNN წერს, ცერემონიის დღეს ნეფის, ნილინ მეჰტას მშობლები დილით ადრე მოემზადნენ, სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, ქორწილის ცერემონიის შესაბამისად ჩაიცვეს, მისაღებ ოთახში შეიკრიბნენ და დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში უყურეს მათი შვილის ქორწინების ცერემონის, რომელიც მშობლებისგან 8 000 მილის მოშორებით, არიზონაში გაიმართა.

პატარძალს საკურთხეველთან მამა მიაცილებს

ნილ მეჰტას ოჯახი ნიუ დელიში ცხოვრობს, ისინი გეგმავდნენ, რომ არიზონაში გაფრენილიყვნენ და შვილის ქორწილს დასწრებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა და ავიამიმოსვლა შეჩერდა, ეს ვერ მოახერხეს.

"ჩემი მშობლები, ცოლი, მე და ბავშვები გამთენიისას, 4:00 საათზე ავდექით. ქორწილის შესაბამისად, ლამაზად ჩავიცვით, მისაღებში შევიკრიბეთ და ვიდეოზარის საშუალებით, ვირტუალურად შევუერთდით ქორწილს. ისინი ჩვენ გვხედავდნენ და გვესაუბრებოდნენ“, - უყვება CNN-ს ნეფის ძმა, ნალინ მეჰტა.

წყვილი ქორწილში 150 სტუმრის დაპატიჟებას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო, მხოლოდ 20 ადამიანი მიიწვიეს.

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან