ავტორი:

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას დილით სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ „მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი“ ლიკვიდირებული იყო.

მაშინ, როდესაც აშშ-ს ძალები ჩრდილოეთ სირიაში იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა. დონალდ ტრამპმა სპეცოპერაციის ბევრი დეტალის შესახებ ისაუბრა.

„აშშ-სა და მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღამე იყო. სასტიკი მკვლელი, რომელსაც უამრავი ადამიანის სიკვდილი უკავშირდება, ლიკვიდირებულია,“ - აღნიშნა მან.

CNN წერს, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში ბარაკ ობამამ მსოფლიოს ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ აცნობა.

როგორ ვითარდებოდა სპეცოპერაცია

საიდუმლო ოპერაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17 საათზე დაიწყო, რვა ვერტმფრენით აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები, ტრამპის თქმით, „ძალიან საშიშ ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს - იმ შენობასთან ახლოს, სადაც ალ-ბაღდადი იმყოფებოდა. მისიაში ჩართული იყო სხვა უამრავი საბრძოლო თვითმფრინავი და გემი.

სატელიტური ფოტო ტერიტორიის, სადაც ალ-ბაღდადი იყო გამაგრებული

ამასთან, სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის ერაყისა და სირიის სხვადასხვა ადგილიდან ამერიკელი ჯარისკაცებიც გადასხეს.

ვერტმფრენებს ჯიჰადისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ავიაციამ საპასუხო სროლით საფრთხე გაანეიტრალა.

შენობაში შესვლის შემდეგ ჯარისკაცებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დიდი რაოდენობით მებრძოლი მოკლეს. სულ მცირე 2 ტერორისტი და მათი 11 შვილი ცოცხლად შეიპყრეს. ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის ორი ცოლი მოკლეს, მათ თვითმკვლელი ქამრის ამოქმედება ვერ მოასწრეს.

ასეთივე ქამარი ეკეთა ალ-ბაღდადსაც. ის თავის სამ შვილთან ერთად გვირაბში გაიქცა.

„მან მიაღწია გვირაბის ბოლოს, უკან კი ჩვენი ძაღლები მისდევდნენ. ალ-ბაღდადიმ თვითმკვლელი ქამარი აამოქმედა, მოიკლა თავი და მოკლა საკუთარი სამი შვილიც. გვამები აფეთქების გამო დასახიჩრებულია,“ - აღნიშნა ტრამპმა.

გარდაცვლილი რომ ნამდვილად ალ-ბაღდადი იყო, დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციის დროს ამერიკულმა ძალებმა, ასევე, მოიპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის - „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმების შესახებაც.

„ოპერაცია წარმატებული იყო. ჯარისკაცები უკან გამოვიყვანეთ. ორი მათგანი მსუბუქად დაზიანდა, ეს იყო უნაკლო ოპერაცია“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა.

როგორ იპოვეს ალ-ბაღდადი

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ოპერაციამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს.

სირიაში ქურთული ძალების მეთაურმა, მაზლოუმ აბდიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ წარმატებულ რეიდამდე სადაზვერვო ოპერაცია ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

CNN-ის წყაროების ინფორმაციით, ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაადგინა და ინფორმაცია თავდაცვის დეპარტამენტს გაუზიარა. ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თავშესაფრის შესახებ გასული კვირის დასაწყისში აცნობეს.

63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს