ავტორი:

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

ალბათ, ჩვენ გარშემო ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც ჯგუფის სახელი - „რეზო და ბავშვები“ არ სმენია ან მისი შემოქმედებისთვის ერთხელ მაინც არ მოუკრავს ყური.

ჯგუფი 5 წევრისგან შედგება, რომლებიც 2011 წლიდან დღემდე, საინტერესო, გამორჩეულ და პოპულარულ მუსიკას ქმნიან. „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, ვოკალისტი, სიმღერების ტექსტების ავტორი გვიამბობს, რომ ბოლო 4 წელია, ჯგუფის პოპულარობა იზრდება, რაც მისი წევრებისთვის მოტივაციაა, უფრო მეტი იმუშაონ და მსმენელს საინტერესო ღონისძიებები შესთავაზონ.

„რეზო და ბავშვების“ მოსმენა ერთ კონკრეტულ ადგილზე არ არის შესაძლებელი. ისინი პერიოდულად, სხვადასხვა სივრცეში ჩნდებიან და თავიანთი ღონისძიებების შესახებ „ფეისბუქზე“ აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას. ჯგუფის მსმენელებს ბოლო ღონისძიებაზე დასწრების საშუალება 25 ოქტომბერს „მაგთი კლუბში“ ჰქონდათ. ჯგუფს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. მათ შოუზე დასწრება ფაქტობრივად, ყოველ კვირას არის შესაძლებელი.

„ვცდილობთ, ჩვენი მუსიკა ბევრ სხვადასხვა სივრცეში შევასრულოთ და საბედნიეროდ, ძალიან დატვირთულები ვართ. მაგალითად, 29 ოქტომბერს თსუ-ში გვაქვს ღონისძიება, 31 ოქტომბერს „სთორი ქლაბში“, სადაც „ჰელოუინის“ საღამო ტარდება. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრ სივრცეში გვაქვს ღონისძიებები“, - განგვიმარტა რეზო ბლიაძემ.

„რეზო და ბავშვები“ ღონისძიებებს მხოლოდ დახურულ სივრცეებში არ მართავენ. ისინი აქტიურად ერთვებიან ფესტივალებშიც, რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. 12 ოქტომბერს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო „ქართული ღვინის ფესტივალშიც“, რომელიც უკვე ტრადიულად შარდენზე, სიონის ქუჩაზე ოქტომბერში ყოველწლიურად იმართება.

„კარგი ღვინო და ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს. ჩვენთვის საინტერესოა მონაწილეობის მიღება პროექტებში, რომელიც მათ პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთან, მათში ბევრი ქართველი და უცხოელია ჩართული. წელს, იმდენად საინტერესო ღონისძიება იყო, რომ ჩვენც ძალიან ვისიამოვნეთ“, - აღნიშნა რეზო ბლიაძემ.

საინტერესოა, ვინ არიან „რეზო და ბავშვების“ ჯგუფის წევრები?

ვინც ჯგუფს არ იცნობთ, შესაძლოა, სახელმა ბავშვთა ვოკალური ან ინსტრუმენტული ანსამბლი წარმოგადგენინათ. 2011 წელს, როცა „რეზო და ბავშვები“ შეიქმნა, რამდენიმე მათგანი მართლაც მოზარდი იყო, დღეს კი ჯგუფის წევრების ასაკი 20-დან 32-წლამდე მერყეობს.

„რეზო და ბავშვები“ ასე შეიქმნა: რეზოს სიმღერები ჰქონდა დაწერილი. გაიცნო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ლელო, რომელმაც მას თავისი მეგობრები გააცნო. მალე ბიჭები ერთმანეთთან დამეგრობდნენ და „რეზო და ბავშვებიც“ შეიქმნა. თავად რეზო ჯგუფის ყველაზე უფროსი წევრია.

“ეს არის ჩვენი ჯგუფის ისტორია. გვინდოდა საერთო საქმის კეთება და როგორც ჩანს, ჩემმა სიმღერებმა მუსიკოსების ფილტრაცია გაიარა და ბიჭებმა ვოკალისტად ამირჩიეს.

ჯგუფის წევრები არიან გიტარისტი ლევან ხოტივარი, ბას გიტარისტი დემეტრე გვენცაძე, დრამერი -ბექა ნაფეტვარიძე და კლავიში - ლაზარე ადამია. ბიჭები არიან მუსიკოსები, ზოგიერთ მათგანს პროფესიული მუსიკალური განათებაც აქვს მიღებული“, - გვიამბო რეზომ.

რაც შეეხება მუსიკალურ მიმდინარეობას, თავდაპირველად, „რეზო და ბავშვები“ უფრო პანკ როკისკენ იყვნენ მიმართულები. როგორც რეზო აღნიშნავს, უფრო სოციალური როკს ქმნიდნენ.

„შემდეგ, გაიფილტრა და პოპ როკ მიმდინარეობად ჩამოვყალიბდით“, - აღნიშნავს ჯგუფის სოლისტი.

მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, „რეზო და ბავშვები“ აქტიურად მუშაობს ალბომზე. ჯგუფის წევრებს სურთ, რომ ის 2020 წლისთვის მოეწროს. გამოსვლის კონკრეტულ თარიღს კი თავიანთ „ფეისბუქ“ გვერდზე დააანონსებენ.

მანამდე, „რეზო და ბავშვების“ მუსიკა შეგიძლიათ, „ჰელოუინის“ სახალისო და საინტერესო საღამოზეც მოისმინოთ

https://www.facebook.com/events/391370731743700/

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის