ავტორი:

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

რეპერ ქანიე უესტისა და რეალითი შოუების ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ოჯახს სკანდალები არასდროს აკლდათ, თუმცა ახლა განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ამ ოჯახის შესახებ. ყოველივე კი, რეპერის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას და მის მიერ გაკეთებულ უჩვეულო განცხადებებს უკავშირდება.

ქანიე უესტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, კიმ კარდაშიანი სახლში ჩაკეტვას უპირებდა. ამავდროულად, რეპერმა არ გამორიცხა, რომ ცოლმა განქორწინება მოინდომოს. აღნიშნული განცხადების შემდეგ, დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა მოსალოდნელი ვარსკვლავური განშორების შესახებ. ზოგიერთი გამოცემის ცნობით კი, კიმ კარდაშიანმა საკითხზე უკვე იურისტებთანაც გაიარა კონსულტაცია.

აღნიშნულის შემდეგ, კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა. ის არაფერს ამბობს განქორწინების შესახებ, თუმცა საუბრობს ქანიე ვესტის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და წერს, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

"როგორც იცით, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი მსგავსი დარღვევით, იცის, როგორი რთული და მტკივნეულია მათი გაგება. ის შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული ადამიანია, რომლის სიტყვებიც ზოგჯერ არ ემთხვევა მის ზრახვებს“, - ამბობს კიმი.

კარდაშიანის განცხადებით, ქანიეს ფსიქიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენს ოჯახზე. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნულ საკითხზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ ცდილობდა ბავშვებისა და ქანიეს პირადი სივრცე დაეცვა.

"მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ამ თემაზე კომენტარი უნდა გავაკეთო იმიტომ, რომ ფსიქიკური პრობლემები ხშირად სტიგმად იქცევა და მცდარი შეხედულებებია მის შესახებ. მან, ვისაც ესმის ფსიქიკური დაავადებების, იცის, რომ ოჯახი უძლურია. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, ან შორს არიან ამ დაავადებისგან, შეიძლება განსაჯონ და ვერ გაიგონ, რამდენად ცდილობენ და რამდენად არიან ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართულნი პროცესში“, - ამბობს კიმი.

მისივე თქმით, ქანიე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგანაც ის საჯარო ფიგურაა, ხოლო მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ძლიერი ემოციებით ნაკარნახევი.

"ის შესანიშნავი, მაგრამ რთული პიროვნებაა, რომელმაც დიდი ტკივილი გამოსცადა დედის დაკარგვის გამო, შემდეგ იზოლაციის პერიოდი იყო, რამაც გაამძაფრა მისი ბიპოლარული აშლილობა. ვინც იცნობს ქანიეს, იცის როგორი გული აქვს და იგებს მის სიტყვებს. ბიპოლარული აშლილობა არ ამცირებს მას და ვერ უშლის ხელს ოცნებების ახდენაში, ვერ უშლის ხელს მის კრეატიულ იდეებს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი და მიუწვდომელი ჩანს ისინი“, - ამბობს კიმ კარდაშიანი.

რეპერი ქანიე უესტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ამბობდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, მისმა საპრეზიდენტო კამპანიამ საზოგადოების ნაწილის დაბნეულობა და შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი უცნაური რამ მისი პარტიის სახელი იყო, როგორც ცნობილი გახდა, რეპერმა გადაწყვიტა, პარტიისთვის "დაბადების დღის პარტია დაერქმია.“ როცა ჰკითხეს, თუ რატომ შეარჩია ეს სახელი, რეპერმა უპასუხა - "როცა ვიგებთ, ყველას დაბადების დღეა.“

რეპერი ასევე ამბობდა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც შვილი ჰყავს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მილიონ დოლარს მიიღებდა..

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 4 შვილი ჰყავს. რაც შეეხება რეპერის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვას, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას "ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით შეატყობინა.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, - დაწერა რეპერმა. მას მაშინვე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა ყველაზე ექსცენტრიკულმა გამომგონებელმა, ელონ მასკმა. აღსანიშნავია, რომ რეპერმა უკვე მოხსნა თავისი კანდიდატურა და თქვა, რომ ეს საქმე 2024 წლისთვისთვის გადადო.

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა