ავტორი:

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ იმ არჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!“ - წერს ტრამპი.

გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი, რომლის ფოტოც ტრამპმა გამოაქვეყნა, გაქცეულ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.

"რია ნოვოსტი" -  მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, დაღუპულია ორი ადამიანი

ლუკაშენკო რუსეთს ბელორუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

"ბანკი გაძარცვა, ქუჩაში უცნობებს ფულებს გვაყრიდა და ყვიროდა, შობას გილოცავთ", - უჩვეულო დანაშაული აშშ-ში