ავტორი:

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

ოთხი დღის წინ გაუჩინარებულ სანდრო ბერაძეს ოჯახი ცხვარიჭამიასთან ახლოს, სოფელ ზემო ლელუბანში ეძებს. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკარგული ოპერატორის ოჯახი და მეგობრებიც არიან ჩართულნი.

როგორც დაკარგულის ძმამ, გიორგი ბერაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით, ტაქსის მძღოლმა ბიჭი სწორედ ამ სოფელში დატოვა.

"მიაგნეს ტაქსს, მის მძღოლსაც გაესაუბრნენ. მე პირადად არ მისაუბრია, მაგრამ უთქვამს, რომ სანდრო მარტო იჯდა ტაქსიში და არაფერზე არ საუბრობდა. ეს არის სოფელი, დასახლებული პუნქტიც არის და ტყეცაა. როგორც ვიცი, აქ არავინ ჰყოლია ახლობელი, ვინმესთან რომ მოსულიყო სტუმრად" - გვითხრა გიორგი ბერაძემ.

ოჯახი 29 წლის ბიჭის გაუჩინარებას მის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებს. ამის შესახებ სანდროს დედამ, ნინო ლოლაძემ "რუსთავი 2"-თან ისაუბრა.

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა... დაგვემშვიდობა, მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო" - უთხრა "კურიერს" სანდრო ბერაძის დედამ.

საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ახლობელი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და მსურველებს გიორგი ბერაძის პოვნაში დახმარებას სთხოვს:

"უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ წამოხვიდეთ და დაგვეხმაროთ სანდროს მოძებნაში. წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით სანდროს ძმას, გიორგის 599 722 310".

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის ყვითელი "მარშრუტკა"  შეეჯახა - არის მსხვერპლი

ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ვერ ამოჰყავთ