ავტორი:

ქობულეთში ავარიას 2 მოზარდი ემსხვერპლა, 4  ადამიანი დაშავებულია -  "დაღუპულები კლასელები არიან"

ქობულეთში ავარიას 2 მოზარდი ემსხვერპლა, 4  ადამიანი დაშავებულია -  "დაღუპულები კლასელები არიან"

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვნები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. არაოფიციალური ცნობით, მანქანაში მსხდომი არასრულწლოვნები კლასელები არიან.

რაც შეეხება ოთხ დაშავებულს, ისინი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაშავებულთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო ორი ახალგაზრდის - სტაბილური.

ზაალ მიქელაძის თქმით, მსუბუქ ავტომობილში ერთი ასაკის, 18 წლამდე ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

ავარია მშრალ ხიდთან - არის მსხვერპლი

რა ბედი ეწევათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს - გამგებელი ბოლო მონაცემების შესახებ (ფოტოები)