ავტორი:

ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორის გათამაშებაში "პორშე" მოიგო, მის საქციელს  პარლამენტში "სამარცხვინო" უწოდეს

ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორის გათამაშებაში "პორშე" მოიგო, მის საქციელს  პარლამენტში "სამარცხვინო" უწოდეს

ამბროლაურის მერმა ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ავტომობილი მოიგო. დავით მხეიძე „პორშეს“ მფლობელი გახდა.

მან გადაცემის წამყვანებს უთხრა, რომ 48 ბილეთი ჰქონდა ნაყიდი.

აზარტული თამაშების გათამაშებაში მონაწილეობის მიღების გამო მხეიძე ბევრმა გააკრიტიკა, სოციალური ქსელების გარდა, მასზე დღეს პარლამენტშიც ისაუბრეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის წევრებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა.

„მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო.

ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).

ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა.

თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე