ავტორი:

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია?

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია?

ყველას გვსურს, სახლში ხარისხიანი და უსაფრთხო გათბობის სისტემები გვქონდეს, თუმცა დამკვიდრებული შეხედულებების თანახმად, ცენტრალური გათბობის მონტაჟი მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

წლების წინ, როცა საქართველოში ცენტრალური გათბობის სისტემა ჯერ კიდევ ფუფუნებას წარმოდაგენდა, ბევრი ოჯახისთვის მისი შეძენა და მონტაჟი რეალურად, მაღალ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეს, კონკურენციის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობებში, ხარისხიანი ცენტრალური გათბობის სისტემა გაზის გამათბობლის ხარჯებს მცირედით აღემატება და ამასთან ბევრად უფრო უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.

ცენტრალური გათბობის სისტემის უპირატესობები

სწორად შერჩეული სისტემის გამოყენებისას, 100 კვადრატული მეტრის ფართობის სტანდარტული ბინის კომუნალური ხარჯი ზამთრის ყველაზე ცივ პერიოდში 150 ლარია, ხოლო თბილ პერიოდში, მხოლოდ ცხელი წყლის გამოყენებისას, 30 ლარამდე მცირდება.

ის მოსაზრება, რომ გაზის გამათბობლის გამოყენება ნაკლებ კომუნალურ ხარჯთან არის დაკავშირებული, ენეგროეფექტური გათბობის ქვაბის მონტაჟის შემთხვევაში, ბათილდება.ენერგოეფექტური ცენტრალური გათბობის სისტემის გამოყენებისას მშვიდად ვართ და ვიცით, რომ სახლში CO არ დაგროვდება, ვინარჩუნებთ ჰაერის სასურველ ტემპერატურას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიური გათბობის ქვაბის შერჩევისას ხარისხს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთ-ერთ ენერგოეფექტურ და საიმედო პროდუქტად საერთაშორისო კომპანია Haier-ის გათბობის ქვაბია აღიარებული, რომელსაც მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.

როგორ მუშაობს ეკონომიური ცენტრალური გათბობის ქვაბი?

Haier-ის შემთხვევაში, მის გათბობისა და ცხელი წყლის ქვაბს Haier Aquila-ს გააჩნია გარე ტემპერატურის სენსორი, რომელიც რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე და თბოდანაკარგის ან ზედმეტი სითბოს საკომპენსაციოდ, ქვაბის მუშაობის რეგულირებას ოპერატიულად ახდენს. შესაბამისად, მისი მეშვეობით, ოთახში მუდმივად გვაქვს ამინდზე მორგებული, სტაბილური ტემპერატურა, რაც თავის მხრივ, შემოსავლების დაზოგვის საშუალებას გვაძლევს.

Haier-ის ქვაბი Aquila აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგიის გამო, მოკლე დროში პოპულარული გახდა და უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინა, მათ შორის საქართველოშიც. აღნიშნული ბრენდის ქვაბების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში „ქებული კლიმატია“.

ქართველ სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ