ავტორი:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტრენინგებს. ამჯერად, დეპარტამენტი ტურისტული სააგენტოს მართვა-ფუნქციონირების შესახებ ტრენინგს სმენადაქვეითებული და სმენისარმქონე პირებს უტარებს.

ტრენინგის მონაწილე სმედაქვეითებული, დამწყები გიდები და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები სურდო თარგმანის მეშვეობით ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეისწავლიან, როგორებიცაა ტურისტული პროდუქტის განვითარება/რეალიზაცია, ტურ-ოპერეიტინგი, განთავსებისა და კვების ობიექტებთან, სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებთან, გიდებთან თანამშრომლობა, ასევე უსაფრთხოება ტურიზმში, ტურიზმის მარკეტინგი, ტურისტული სერვისის რეკლამირება და PR.

ტრენინგის მიზანი ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული ყველა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობა, ასევე სმენადაქვეითებული ტურისტებისთვის რეგიონში მოგზაურობის ხელშეწყობაა.

დამწყები, სმენადაქვეითებული გიდებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრენინგები პირველად გასულ წელს ჩაატარა, რაც მათ გიდის ხელოვნების, ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების შესწავლაში დაეხმარა. აღსაღნიშნავია, რომ მათ უკვე ჩამოაყალიბეს სმენისარმქონე და სმენადქვეითებული პირების ტურისტული სააგენტო, რომელიც შესაბამისი საჭიროების მქონე ტურისტებისთვის ტურისტული მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული პირებისთვის ტრენინგებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. დღემდე, საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა 3000-ზე მეტმა პირმა შეძლო. ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს შეუძლია.

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

ლოიალური კამპანია "მოდუსის" ჰიპერმარკეტში

პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი Glovo-სგან!