ავტორი:

Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

Bocus d’Or-ის ეროვნული შესარჩევი ჩემპიონატის ერთერთი ჟიურის წევრის სკამს 2008 წლის ესტონეთის Bocuse d’Or-ის გამარჯვებული და ევროპის ნახევარფინალზე მე-7 ადგილის მფლობელი ვლადისლავ დიაჩუკი დაიკავებს.

Bocus d’Or Georgia-ს შესახებ „გასტრონავტი“ ვლადისლავს ვრცლად ესაუბრა.

ესტონეთის Bocus d’Or-ის გამარჯვებული ვლადისლავ დიაჩუკი საქართველოში პირველად 2019 წლის მაისში ჩამოვიდა და, როგორც თავად აცხადებს, გააოცა ქვეყანამ, კულტურამ და ქართულმა გასტრონომიამ. უფრო მეტიც, სულ მალე Tbilisi Hills Golf and Residences-ის მთავარი შეფ-მზარეულიც გახდა.

„მანამდე საქართველოს შესახებ წიგნებიდან, ტელევიზიიდან მქონდა გაგებული და ვიცოდი მისი ისტორიისა თუ სამზარეულოს შესახებ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი ადგილი ვნახე და სხვადასხვა კუთხის კერძი დავაგემოვნე, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია. აღვნიშნავ იმასაც, რომ თქვენს ქვეყანას, ისევე როგორც ესტონეთს, საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან დახსნის შემდეგ დიდი დრო დასჭირდა განვითარების რელსებზე დასადგომად. აქაც, ისევე როგორც ჩვენთან, გასტრონომიის სფერო 10 -15 წლის დაბადებულია და ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება“- აღნიშნა ვლადისლავმა.

როგორც ვლადისლავმა განმარტა, Bocus d’Or ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი კონკურსია მთელ მსოფლიოში, რომელიც თითოეულ მონაწილე ქვეყანას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ თავის გასტრონომიულ კულტურას აზიაროს დანარჩენი სამყარო: „ეს შანსია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მარტივად აჩვენოთ სამყაროს ვინ ხართ და როგორი გასაოცარი სამზარეულო გაქვთ. საქართველოს წარმომადგენლებისთვის ეს კონკურსი ინსპირაციისა და ახალი იდეების წყარო გახდება“.

ვლადისლავის თქმით, Bocus d’Or Georgia-ს ჟიურის წევრობა მისთვის ახალი და ამავდროულად საინტერესო გამოწვევაა. გემო, დახვეწილი ტექნიკა, სუფთად მუშაობა, კერძის მომზადებისას ავთენტური კომპონენტის გამოყენება- ეს მისი შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იქნება კონკურსის განმავლობაში.იგი კანდიდატებს ურჩევს, რომ მაქსიმალურად მოემზადონ ემოციურად, რადგან კონკურსი მარტივი არ იქნება.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველო, რომელიც ახლახან გახდა Bocus d’Or-ის დიდი ოჯახის წევრი, ევროპის ნახევრფინალში წარმატებით ასპარეზობას, შემდეგი პასუხი გაგვცა: „ვფიქრობ, რომ ბოკუს დორში მონაწილე ყველა ქვეყანას აქვს შანსი გამარჯვების, თუმცა რთულია ამის წინასწარ განსაზღვრა. რაც მთავარია, ეს არის კონკურსი, რომელიც პატივს სცემს ახალ იდეებსა და საინტერესო კერძებს. მე მაქსიმალურად ვეცდები ჩემთვის მეორე გასტორნომიული სფეროთი მნიშვნელოვან და საინტერესო ქვეყანას - საქართველოს დავეხმარო“.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნული ჩემპიონატი 2 და 3 ნოემბერს „Expo Georgia"-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც 8 მონაწილე გუნდმა კონკურსის მთავარი ინგრედიენტის - ღორის ჩალაღაჯის გამოყენებით, 5 საათსა და 35 წუთში უნდა მოამზადოს და ჟიურის წევრებს წარუდგინოს ხორცის კომპოზიცია ლანგარზე 3 გარნირთან და 2 სოუსთან ერთად.

პროექტის ორგანიზატორი: გასტრონავტი

პროექტის წარმდგენი: საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

გენერალური სპონსორი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულინართა ფედერაცია, საფრანგეთის სავაჭრო პალატა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ოქროს სპონსორი:Porsche, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

სპონსორები: ბორჯომი, ვისოლ ჯგუფი

პარტნიორები: STIPFOLD, BSH, Dika gastro, სერვის ჯგუფი, უნი სტილი,ლაბორატორია ჩემი სახლი, აგროჰაბი, თბილისი ჰილსი, ვაზისუბნის მამული, მეტალ ტექნიკა, Villeroy & Boch,USAID, Zrda Activity in Georgia, Native Racha, რესტორანი “ბარბარესთან”, რესტორანი “ფუნიკულიორი”, Mgroup.

მედია მხარდამჭერები: პირველი არხი, Gemrielia.ge, OK Georgia, BMG, Georgia Today

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში!

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია?