ავტორი:

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდი არ აპირებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადაეყენებინა, თუმცა მისმა უხამსმა საქციელმა წმინდა კრებას სხვა გზა არ დაუტოვა.

ამის შესახებ სინოდის კრებიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან ისაუბრა:

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან, ხელი მოგვეკიდა და ისე გაგვეყვანა. უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა... ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, მთელი სინოდი ვუხსნიდით, ვცდილობდით გაგვეგებინებინა, რომ შეურაცხყოფის მოყენება, მით უმეტეს სასულიერო პირისა და პატრიარქისთვის, არ არის მხილების ფორმა, არ არის გამართლებული საქციელი. ვცდილობდით ეს აგვეხსნა მისთვის.

საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმით, რომ მხილებისას არგუმენტებია წარმოდგენილი, შემდეგ დასკვნა. ცილისწამებაა, როცა ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ მტკიცებულებებს.

...მეუფე პეტრემ, არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს წლების განმავლობაში. გააგრძელა კიდევ და დღესაც ასე მოიქცა.

მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა, განყენებულია მსახურებისგან და მღვდელმთავრობისგან და მის ნაცვლად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი" - განმარტა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით კი, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

"ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე.

მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად, საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა.

ის ბრალდება კი, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, - განაცხადა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, პირადად პატრიარქმა გადააყენა მღვდელმთავრის პოსტიდან. მეუფის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ პატრიარქი ამხილა.

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი