ავტორი:

პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ, სამართლებრივი დევნა შეწყდა.

AMBEBI.GE-ს პროკურატურაში განუცხადეს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ საძაგლიშვილი სრულიად შეურაცხადად იქნა ცნობილი.

"გუშინ მივიღეთ ეს დასკვნა, რის საფუძველზეც მოსამართლემ მიიღო საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საძაგლიშვილს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამი წლის ვადით მკურნალობა დაენიშნა" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, პეკინის ქუჩაზე, თამარ საძაგლიშვილმა მცირეწლოვანი სახის არეში დაჭრა.

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

სიმთვრალის გამო მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა გელით