ავტორი:

"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ქალს "მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა".

"ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და და მალევე გამოდიოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

"დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით", - განუცხადა "პალიტრანიუსს" კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

კიდევ ერთი მეზობელი ნათია თოდუა ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს არცერთ მეზობელთან კონფლიქტი არ ჰქონია:

"საკამოდ წყნარი და კაი გოგოა, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთან. არ იყო კონფლიქტური და არავისთვან პრობლემა არ ჰქონია. არ ვიცი როგორ მოუვიდა ეს. ძალიან კარგი გოგოა და ეს როგორ დაემართა არ ვიცი".

შეგახსენებთ, პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ