ავტორი:

12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი რამაზ გიგაური ნოემრის თვის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

"მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:

12 ნოემბერი - სავსემთვარეობა

26 ნოემბერი - ახალმთვარეობა

ნოემბერი დაიწყება 31 ოქტომბრის გავლენით, როდესაც მერკურმა დაიწყო რეტროგრადული მოძრაობა (ეს გაგრძელდება 20 ნოემბრამდე). აქედან გამომდინარე 1-20 ნოემბერში გართულდება ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების წამოწყება, ახალი კავშირების დამყარება. მოსალოდნელია გართულდეს ასევე ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა. თუმცა სასიკეთო იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ადრე დაწყებული კავშირების განვითარება.

ნოემბერში შედარებით პოზიტიური იქნება 5-15 ნოემბერი. ამ პერიოდში მოიმატებს ენერგიულობა, გაიზრდება წარმატების მიღწევის ალბათობა. მიუხედავად ზემოთ აღწერილი რეტროგრადული მერკურისა, ბევრი მიმართულებით მაინც შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა (განსაკუთრებით, როგორც უკვე აღვნიშნე, ადრე დაწყებული და დროებით გადადებული საქმეები).

1 ნოემბერს ვენერა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და მორიელიდან - მშვილდოსანში გადავა. დაიკლებს გრძნობების სიმძაფრე და ის ინტენსიურობა, რაც 8 ოქტომბრიდან იგრძნობოდა. მიუხედავად პირად ცხოვრებაში გარეგანი აქტიურობისა და სიკაშკაშისა, შინაგანი დაძაბულობა მოიხსნება, შესუსტება კომპლექსების გავლენა, ამიტომ პირადი ცხოვრება, სასიყვარულო ურთიერთობები უფრო გახსნილად და იოლად განვითარდება (ეს „გახსნილობა“ გასტანს 25 ნოემბრის ჩათვლით).

2 ნოემბერს მთვარე „გადაფარავს“ სატურნს, ამიტომ დღის პირველი ნახევარი უფრო დეპრესიული იქნება, დაიკლებს თავდაჯერებულობა. არ არის რეკომენდებული ისეთი საქმეების დაგეგმვა, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენაა საჭირო.

5 ნოემბერს დასრულდება მზე-ურანის დაპირისპირება, რომელიც დაძაბულობას და რევოლუციურ განწყობას ქმნიდა ოქტომბრის მესამე დეკადაში, ამიტომ არ გამოირიცხება ნოემბრის დასაწყისშიც იგრძნობდეს ოქტომბრის მესამე დეკადიდან გადმოყოლილი რადიკალიზმი.

6 ნოემბრიდან შედარებით მშვიდი პერიოდი დაიწყება, რომელიც სავსემთვარეობამდე (12 ნოემბრამდე) გაგრძელდება. ამ ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება ბევრი რთული საკითხის მოგვარება და პოზიტიური ტრენდების განვითარება.

12 ნოემბერს სავსემთვარეობა დაფიქსირდება (პიკი: 17:35 საათი). წაიკითხეთ სრულად

მომდევნო 3 დღე, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

"თუ ამ დროს ერთ კონკრეტულ რამეს ვითხოვთ, აუცილებლად აგვისრულდება" - მისტიური წუთი 24 საათში, როცა სურვილი გისრულდება

"თმები ყალყზე მიდგას... მე და ჩემი ძმა ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობაზე, იმიჯსა და პროფესიაზე