ავტორი:

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 56 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 56 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დაკავებულს ბრალდება ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში დღის მეორე ნახევარში გააცნეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლო 56 წლის პაატა მაჭარაშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.

შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა.

16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში