ავტორი:

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ჩოლოიანი საკუთარ სასამართლო პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა - დღემდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარეს ჩოლოიანის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება აქვს.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ აბსურდული ბრალდება ვერ დადასტურდება, ვინაიდან ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი