ავტორი:

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

ცნობილი მოდელი და ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟი შემოდგომის დღეებს იტალიაში ატარებენ. ფოტოები სოციალურ ქსელში ნანუკამ გამოაქვეყნა.

ბიზნესმენის ვაჟმა საყვარელ ქალს ხელი სექტემბერში სთხოვა და წყვილი დაინიშნა. როდის იქნება ქორწილი ეს დეტალი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

გოგიჩაიშვილების და ნაყოფიების ოჯახებს საქართველოში კარგად იცნობენ. ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება "მადნეულისა" და "კვარციტის" აქციები. ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან "კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ. ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას "ინსტაგრამზე" საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: "გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ". ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.

ასევე ნახეთ: ნანუკა გოგიჩაიშვილი მილიონერის ვაჟზე თხოვდება, რომელიც "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელია

"ვიცი, რომ გოგოს მშობლები სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ“ - როგორ პასუხობს ანუკი არეშიძე "გოგო შვილთან" დაკავშირებულ კითხვას

სააკაშვილების ოჯახური სადილი მანჰეტენზე - რა ფოტოს აქვეყნებს საქართველოს ექსპრეზიდენტი

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს