ავტორი:

"სითის" ტრენდული რჩევები მშობლებს - სტუმრად პირველი კლასის საბავშვო ბრენდ CYBEX-ის შოურუმში

"სითის" ტრენდული რჩევები მშობლებს - სტუმრად პირველი კლასის საბავშვო ბრენდ CYBEX-ის შოურუმში

ჟურნალ „სითის“ ბლოგერი ხატია ჩახვაშვილი ახალბედა დედებსა და ორსულებს რჩევებს სთავაზობს. ბლოგერი პატარების უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით, წამყვანი საბავშვო ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენელს, "შიკ ბებე ჯგუფს" ესაუბრა. ჟურნალი „სითი“ მსოფლიო დონის ბრენდს cybex-ს ეწვია. გიზიარებთ ბლოგში წარმოდგენილ მასალას:

KHATIA IN THE CITY

"ვფიქრობდი, ბავშვებზე მოგვიანებით დამეწერა, თუმცა ეს ის თემაა, რომელიც ძალიან კარგად ვიცი და მინდა ჩემს მკითხველს, ახალბედა დედებს, ან მათ, ვინც ახლა პატარას მოლოდინშია ის ცოდნა გავუზიარო, რასაც ორსულობის პერიოდში ბლოგებზე, აპლიკაციებში, ინტერნეტსა და ექიმების კაბინეტებში ვეძებდი.

რამდენად დიდი ბედნიერებაცაა პატარას მოლოდინი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობაც, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ჩემსავით, მანამდე არ ჰქონია გამოცდილება.

როგორც გითხარით, მართლა უამრავი რამ წავიკითხე. მთელი ორსულობა, მხოლოდ ინფორმაციის მოძიებით ვიყავი დაკავებული, თუმცა პრაქტიკა მაინც განსხვავებულია"

გამოუცდელ დედებს შეიძლება შეზღუდული ცოდნა ჰქონდეს ბავშვთა პროდუქტების სფეროში, შეიძლება სწორ ინფორმაციასაც არ ფლობდეს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანის სავარძელი, ეტლი თუ სხვა რომელშიც ბავშვი უსაფრთხოდ უნდა გაიზარდოს. თუ კი ბავშვის და დედის თვალით შევხედავთ, შეიძლება ძალიან მოსახერხებელად გამოიყენოთ ნებისმიერი ნივთი. სწორედ ამიტომ შევარჩიე მაღაზიათა ქსელი „შიკ ბებე“, რომელიც უკვე მეშვიდე წელია საქართველოს ბაზარზეა და სხვა წამყვან ბრენდებთან ერთად, უკვე ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიო ბრენდ Cybex-ის.

Cybex- გერმანული წარმოების ლიდერი ბრენდია მსოფლიოში. ის ცნობილია არა მარტო საბავშვო პროდუქციის უსაფრთხოების მხრივ, არამედ როგორც მოდის ტოპ ბრენდი. CYBEX ქმნის უნიკალურ პროდუქტებს ბავშვებისთვის და ზრდის საზღვრებს, უსაფრთხოების, დიზაინისა და ფუნქციების. ბრენდის ძირითადი და მისი პროდუქტის განვითარება დგას ინოვაციური პრინციპზე: უნიკალური დიზაინის კომბინაცია, უსაფრთხოება, ხარისხი და ინტელექტუალური ფუნქციონალობა. მშობლებისთვის განკუთვნილია მაღალი დონის კომფორტისთვის. მისი გამოყენება მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციებით ძალზედ დატვირთულია.

საბავშვო ეტლების ასორტიმენტიდან შევარჩიე Cybex Jeremy Scott. Jeremy Scott წამყვანი იტალიური ბრენდის „Mission“-ის კრეატიული დირექტორი, ცნობილი როგორც საერთაშორისო მოდის სამყაროს ბოლო მეამბოხე. სკოტმა Cybex-თან თანამშრომლობით, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი რევულუციური ნიშა და საბავშვო ეტლების ხაზში წარმოადგინა ზეციური დიზაინი დედამიწაზე.

ბევრი მშობელი არც თუ ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, არის თქვენი პატარას უსაფრთხო გადაადგილება მანქანით. CYBEX-ის მანქანის სავარძელი წარმოდგენს მსოფლიო დონის უსაფრთხოებას. ევროპულ უსაფრთხოების ტესტირებებზე CYBEX 200-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. ნამდვილად გასაოცარია, ბრენდი ტესტირებებში ნამდვილი ავარიის შემთხვევებს იყენებს და ყველა ჯერზე სრულიად უსაფრთხოდ ასრულებს გამოწვევას.

ხარისხი, უსაფრთხოება და განუმეორებელი დიზაინი, დამეთანხმებით ეს ისაა, რაც ყველა მშობელს სურს თავისი პატარასთვის. ყველამ უნდა იზრუნოთ, რომ ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს სპეციალურად შერჩეულ სავარძელს. დაუშვებელია პატარა ხელში გეჭიროთ, თუნდაც უკან იჯდეთ. შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული და ბავშვის სხეულზე ადაპტირებული მანქანის სავარძელი, მერწმუნეთ თქვენი პატარა აუცილებლად მიეჩვევა“

Fb – Cybex Georgia

insta – cybex_official_georgia

cybex-online.com

კოსტავას 37/39

რა გელოდებათ 2020 წელს, ჩინური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ორი მონაზონი დაორსულდა - კათოლიკურმა ეკლესიამ გამოძიება დაიწყო

როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები