ავტორი:

სასტიკი მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - მოსკოვში ინგუში მაღალჩინოსანი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს

სასტიკი მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - მოსკოვში ინგუში მაღალჩინოსანი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს

მოსკოვში სასტიკი მკვლელობა მოხდა - უცნობმა მამაკაცმა ქუჩაში ორი ადამიანი ჩაცხრილა, ერთი გარდაცვლილი ინგუშეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იბრაგიმ ელჯარკიევია, მეორე კი მისი ძმა, ნეიროქირურგი ახმედ ელჯარკიევი.

VIDEO : მოსკოვში ინგუშეთის შსს-ს მაღალჩინოსანი თავში საკონტროლო გასროლით მოკლეს

დამნაშავეების ვინაობა უცნობია, მათ მიმალვა შეძლეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაული ელჯარკიევის საქმიანობას უკავშირდება.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოც - კადრებში ჩანს, რომ მკვლელი გაქცევამდე თავის არეში საკონტროლო გასროლას ახორციელებს.

ტელეკომპანია РБК-ს ინფორმაციით, ელჯარკიევზე თავდასხმა მანამდეც მოხდა - იანვარში მისი მანქანა ჩაცხრილეს, თუმცა მაშინ ინგუში მაღალჩინოსანი არ დაშავებულა.

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია