ავტორი:

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

92 წლის ბერძენი ქალი შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაარჩინა.

მელპომენი დიჰა ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ებრაელების ოჯახის ექვსი წევრი საკუთარ სახლში დამალა, შემდეგ კი დაეხმარა, გაქცეულიყვნენ.

ემოციური შეხვედრა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში შედგა. გადარჩენილი და-ძმა - სარა იანაი და იოსი მორი შეხვედრაზე 20 შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა.

„არ არსებობს სიტყვები ამ გრძნობის გადმოსაცემად... ძალიან ემოციურია ჩვენთვის, კვლავ ერთად ყოფნა...

მის სახლში ვიმალებოდით, მთელი ოჯახი გადაგვარჩინა, ექვსი ადამიანი. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა საშიში იყო მისთვის, მისი ოჯახისთვის...“ - ამბობს ჟურნალისტებთან იანაი.

ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საბერძნეთში 1941-1944 წლებში 80 ათასამდე ებრაელი მოკლეს. ბევრი მათგანი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

ოკუპაციის დროს დინა და მისი ორი და ექვსწევრიან ოჯახს მიტოვებულ მეჩეთში მალავდა, შემდეგ კი როდესაც მათი იქ ყოფნა საშიში გახდა, საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

როდესაც ყველაზე პატარა ძმა - 6 წლის შმუელი ავად გახდა, უდიდესი რისკის მიუხედავად, ბერძენმა დებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შმუელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მოგვიანებით დები ებრაელ ოჯახს დაეხმარნენ, სხვადასხვა მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ, რათა მათი პოვნა ვერ მოეხერხებინათ. ყველა მათგანი გადარჩა, ოჯახი ომის დასრულების შემდეგ ისრაელში კვლავ ერთად შეიკრიბა.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ბავშვის სქესის გამხელის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის გამო, წყვილს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარზე