ავტორი:

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

How many black women do you know who works on my position? - ვისაც ამერიკული სერიალი Suits გინახავთ, გემახსოვრებათ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირის, საადვოკატო ფირმა Pearson Hardman-ის მმართველი პარტნიორის ჯესიკა პირსონის ეს კითხვა საყვარელი ადამიანისადმი. ჯესიკას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს, საბოლოოდ კი თავისი ფირმის ერთგული რჩება.

სამწუხაროდ, ქალები ასეთი არჩევანის წინაშე დგებიან, რადგან საზოგადოება მათ უამრავ სტერეოტიპულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ის ქალები კი ვინც ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებას ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსებენ, თითით საჩვენებლები ხდებიან ხოლმე, როცა ვთანხმდებით, რომ ამაში გასაოცარი და განსაკუთრებული წესით, არაფერი უნდა იყოს.

იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ჰარმონია მიღწევადია, რომ ქალები ოჯახური პასუხისმგებლობების გარდა სხვა საქმეებისთვისაც იბადებიან, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი აქტივობა დაიწყო. მათ შორის, წარმატებული ქალები წერენ წიგნებს, რათა თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ, გახდნენ მოტივატორები. ასეთი მაგალითია სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი GirlBoss“, რომელიც 2014 წელს გამოიცა და რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“. წიგნებში მოთხრობილია ნულიდან დაწყებული ბიზნესსაქმიანობების შესახებ, რომლებიც დღეს, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითებს წარმოადგენს.

სოფია ამორუზომ ბიზნესსაქმიანობა ცნობილ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე Ebay.com-ზე მეორეული ტანსაცმლის გაყიდვით დაიწყო, საბოლოოდ კი მსხვილი ბიზნესი - Nasty Girl შექმნა. რეიჩელ ჰოლისი კი პიროვნულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით, საინტერესო სახელმძღვანელოებს ქმნის. წიგნები ქართულ ენაზე მალე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი წარმატების ბიბლიოთეკამ „ლურჯი ოკეანე“ გადაწყვიტა, რამდენიმე ქართველი #GirlBoss გაგვაცნოს და კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ კარიერული განვითარება გენდერთან პირდაპირ კავშირში არ არის.

14 ნოემბრის ღონისძიებაზე „გონს მოეგე, დაო•გზა ლიდერობისკენ“, რომელიც სასტუმრო „მოქსიში“ ჩატარდება, თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და „რაბაზარიას“ თანადამფუძნებელი შოკო ჩიჩუა, Facebook-ის ჯგუფ BeautyLab-ის დამფუძნებელი და Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი ქეთა ბაღაშვილი; „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და Coaching Lab-ის დამფუძნებელი ირინე ჭოჭუა.

ღონისძიების ორგანიზატორმა და პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერმა თათია ტურაშვილმა განგვიმარტა, რომ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაოსა“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #GirlBoss-ის“ წარდგენაც.

„ლურჯი ოკეანის ღონისძიებები ჩვენი წიგნების თემატიკიდან გამომდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალი წიგნები ჩვენს მკითხველს არა მხოლოდ ნაწარმოებებზე საუბრის ფორმატში, არამედ უფრო რეალური მაგალითებით გავაცნოთ, რათა დავიწყოთ დისკუსიები მათ გარშემო. ამ ორი ახალი წიგნის შემთხვევაში, გვსურს, მაქსიმალურად წამოვწიოთ და ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ სხვადასხვა პროექტზე მომუშავე ქართველი გოგონებისა და ქალების საინტერესო ისტორიები. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ისტორიები, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს და მათთვის სამაგალითო გახდეს. გაგვიხარდება, თუ ეს ისტორიები ჩვენს აუდიტორიას მისცემს მოტივაციას, იმუშაონ საკუთარ იდეებზე და მუდმივად იზრუნონ თავიანთ პიროვნულ განვითარებაზე“, - აღნიშნა თათია ტურაშვილმა.

დღეს, ბევრ ქალს ერთი Facebook ჯგუფი - Beauty Lab გვაერთიანებს, სადაც ერთმანეთს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ რჩევებს ვაძლევთ. მისი დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი კი ღონისძიებაზე ჯგუფის ისტორიასა და წარმატების ამბავს მოგვითხრობს.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, უკვე შექმნეს რაღაც და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. გაჩვენონ, როგორ გადალახეს სირთულეები. საქართველოშიც ზუსტად ეს ბარიერებია წარმატების მისაღწევად, როცა ქალი ხარ. ძალიან ცოტა მაგალითი გვყავს, პატარა გოგონებს, ვისი ისტორიაც შეიძლება რელევანტური და შემდეგ ინსპირაციული იყოს ჩვენთვის. ვიღაცის ისტორიამ უნდა შეგვძრას, რომ ჩვენში გააღვიძოს მებრძოლი, რომელიც იტყვის, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება.

ბარიერებში ხშირად მოიაზრებენ ხოლმე იმასაც, რომ გოგონებისათვის ბიზნესში წარმატების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ბიჭებისთვის. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად კიდევ უამრავ აფსურდულ არგუმენტსაც მოიყვანენ ხოლმე, თუმცა ჩემთვის ეს არც ბარიერი, არც დაბრკოლება და არც პრობლემა არასდროს ყოფილა, რადგან მარტივად, უბრალოდ არ ვიზიარებდი ასეთ შეხედულებას“, - აღნიშნა ქეთამ ჩვენთან საუბარში.

დიდი ხანი არ არის, რაც ირინა ჭოჭუამ Coaching Lab დააფუძნა. დღემდე დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ კომპანიებს Coaching-სა და ჩვეულებრივ ტრენინგებს შორის განსხვავება აუხსნას და როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის, რადგან ორგანიზაცია წარმატებით ოპერირებს. ამ წარმატებამდე ირინას ბევრი სირთულის დაძლევა მოუწია, ყველაფერზე კი 14 ნოემბერს დეტალურად ისაუბრებს.

„ღონისძიებაზე პრეზენტაციის თემას დავარქვი „შენი უკეთესი ვერსია“. მთავარი მესიჯი იქნება იმის ჩვენება, თუ ადამიანს და ამ შემთხვევაში, ქალს, ბიზნესის დასაწყებად რა უნარები სჭირდება, როგორ უნდა იმუშაოს მიზნების ჩამოყალიბებაზე სტრესფაქტორების გათვალისწინებით, რადგან მოუწევს შიშთან და წინააღმდეგობასთან ერთად საქმიანობა.

ეს იქნება ჩემი, პირველი პირიდან მოთხრობილი ისტორია, მე როგორ გავიარე ეს გზა და როგორ ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისათვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია“, - განმარტა ირინა ჭოჭუამ.

მოტივირებულ ქალებს სივრცეს სასტუმრო „მოქსი“ დაუთმობს, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კოორდინატორი ქეთევან შუბლაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მომავალი თაობის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„სასტუმრო „მოქსი“ თბილისი მოხარულია და ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მომავალი თაობა, მათი განვითარება და წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა თაობამ აუცილებლად უნდა დაინახოს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთვარია, მონდომება და დასახული მიზნის მისაღწევად საკუთარი ინვესტიციების სწორად ჩადება. იყო წარმატებული, ნიშნავს, მუდმივად ზრუნავდე შენი თავის განვითარებაზე, არასოდეს გაჩერდე, არასოდეს გეცოდებოდეს თავი იმის გამო, რომ საჭიროზე მეტი გააკეთე, ცდილობდე ყოველთვის იყო სიახლეებისა და მოვლენების ეპიცენტრში. „მოქსი“ მხარს უჭერ სმსგავსი ტიპის საინტერესო წამოწყებებს და ყოველთვის მზად იქნება უმასპინძლოს მათ“, - აღნიშნა მან.

როგორ დავესწროთ GirlBoss-ების ღონისძიებას?

TKT.ge-ზე უკვე იყიდება ბილეთები, რომელთა შეძენაც 14 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

"მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი